„რომ არა ეს ადამიანები, რომლებსაც ახლა ხელისუფლება ამ რუსული კანონით უპირებს რაღაც შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკერებას, ჩვენ სამართალს ვერ ვიპოვიდით“, - „გავრილოვის ღამეს“ დაზარალებული ჟურნალისტი
22.05.2024


„გავრილოვის ღამეს“ დაზარალებული ჟურნალისტები ანა ვახტანგაძე და გიორგი დიასამიძე "მედიაჩეკერთან" 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობას აფასებენ. 

„ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას შეეცვალა მიდგომა მედიის წარმომადგენლების მიმართ და დაეცვა მათი უფლებები…პირიქით, ამის შემდეგ გვქონდა 5 ივლისი, როდესაც ათობით ჩვენი კოლეგა უმოწყალოდ სცემეს ხელისუფლების მხრიდან წახალისებულმა მოძალადე ჯგუფებმა", - გიორგი დიასამიძე

„ეს კანონი და ის დამოკიდებულება, რომელსაც ხელისუფლება ჩვენს მიმართ იჩენს არის ყველანაირად უსამართლო, არაკანონიერი, არაკონსტიტუციური და არაჰუმანური, რაც მთავარია“, - ანა ვახტანგაძე

2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს ვახტანგაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას რეზინის ტყვიები ფეხის არეში მოხდა, დიასამიძეს კი სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "გავრილოვის ღამეს" ჯამში 40-მდე მედიის წარმომადგენელი დაშავდა. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს 18 დაზარალებული ჟურნალისტისთვის 5 000 ევროს გადახდა დაეკისრა. სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 2024 წლის მაისის დასაწყისში დაადგინა.  




 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ