სუსმა სამთავრობო „იმედის“ 45 წუთით გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
14.10.2025


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედის“ მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანიის ჰოლდინგში შემავალი სამი ტელეარხის („იმედი“, „მაესტრო“ და GDS) დროებით გათიშვის გამო, 13 ოქტომბერს, გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო:

„ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად  მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“.

სუსის განცხადებამდე 36 წუთით ადრე, 19:01 საათზე სამთავრობო „იმედმა“ განაცხადა, რომ არხის მაუწყებლობა „დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა“. არხმა არ გამორიცხა, რომ „ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს“.



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ