სუსი: „იმედი“ ტექნიკურ ხარვეზის გამო იყო გათიშული
15.10.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „იმედი“ ტექნიკურ ხარვეზის გამო იყო გათიშული და დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.

„ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა. გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება“, - წერია სუსის განცხადებაში.

13 ოქტომბერს, 19:01 საათზე სამთავრობო „იმედმა“ განაცხადა, რომ არხის მაუწყებლობა „დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა“. არხმა არ გამორიცხა, რომ ადგილი ჰქონოდა „არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს“.

იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედის“ მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანიის ჰოლდინგში შემავალი სამი ტელეარხის („იმედი“, „მაესტრო“ და GDS) დროებით გათიშვის გამო, გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ