კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოში სატელევიზიო
რეიტინგების მთვლელი კომპანიების საერთაშორისო აუდიტს გეგმავს. მედიის
სპეციალისტებისა და ტელეკომპანიების ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისია
სცდება კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანიის საერთაშორისო აუდიტის შესარჩევად კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპან¬იამ მიიღო.
ფრაგნული კომპანია CESP (Centre d'étude des supports de publicité) მზადაა 161 950 ლარად ჩაატაროს საქართველოში „კანტარ მედიას“ ოფიციალური ლიცენზიანტის, „ტრი მედია ინტელიჯენსის“ (ტი-ემ-აი) საერთაშორისო აუდიტი.
“ტი-ემ-აი” 2016 წლიდან ზომავს საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს და მის კლიენტებს შორის არიან: “იმედი”, “რუსთავი 2”, “მაესტრო”, “ჯი დი ესი”, “POS-TV”, “პალიტრა”.
კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით საერთაშორისო აუდიტის ჩატარებაზე უარი განაცხადეს “თი-ვი ემ-არ საქართველოში“, რომელიც ამერიკული “ნილსენის” სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორია.
“თი-ვი ემ-არი” 2005 წლიდან ზომავს საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს და მის კლიენტებს შორის არიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები: “მთავარი არხი”, ტვ პირველი, “ფორმულა”, “კავკასია”.
კოალიციაში მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მიიჩნევენ, რომ კომისია სცდება კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას, როდესაც რეიტინგების მთვლელი კომპანიის აუდიტის მომსახურებას ყიდულობს.
კომუნიკაციის კომისიის არგუმენტები
კომისიამ 2 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ჩამოაყალიბა არგუმენტები, თუ რატომ გადაწყვიტა ტელერეიტინგების მთვლელი კომპანიისთვის აუდიტის მომსახურების შესყიდვა.
კონტრარგუმენტები
კომპანია “თი-ვი ემ-არმა“ და მისმა დამკვეთმა ტელევიზიებმა საპასუხო განცხადებაში ჩამოაყალიბეს კომუნიკაციების კომისიის კონტრარგუმენტები:

რა საფრთხეებს წარმოშობსკომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება
“კანონი მარეგულირებელი კომისიის შესახებ არსად ითვალისწინებს, რომ მისი კომპეტენციაში შედის კვლევითი კომპანიების რეგულირება რაიმე სახით, ან მათი აუდიტი, ანუ მარეგულირებელი ამით სცდება თავის კომპეტენციას”, - გვეუბნება “თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორი ნინო გოგოლაძე.
გოგოლაძე ამბობს, რომ 2014 წლისთვის „თი ვი ემ არ საქართველოს“ ოთხი საერთაშორისო აუდიტი ჰქონდა ჩატარებული, თუმცა სახელმწიფო ორგანოებისგან შეტევის ობიექტი მაინც გახდა: „თუკი კომისია ფიქრობს, რომ საერთაშორისო აუდიტი პრობლემას, გადაწყვეტს, მაშინ რატომ არ იმუშავა ამ არგუმენტმა 2014 წელს“ - კითხულობს „თი ვი ემ არ საქართველოს“ დირექტორი.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობს აუდიტი ჩაატაროს იქ, სადაც მისი რეგულირების სფერო არ არის:საგულისხმოა ის, თუ როგორ თანდათან იფართოვებს კომისია არეალს: ინტერპრეტაციას უკეთებს კანონს, ითხოვს ანგარიშგების ისეთ ფორმებს, რომლის წარდგენის ვალდებულებაც არ გვაქვს“ - ამბობს აბურჯანიძე.
ტვ პირველის კომერციული დირექტორი დარწმუნებულია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ აუდიტის ჩატარება ემსახურება სატელევიზიო მთვლელების ბაზარზე მხოლოდ “კანტარის” ლიცენზიანტი “ტი-ემ-აის” დატოვებას.
„ტი ემ აი“, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი არხები არ ენდობიან, საქართველოს ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. „თუ საქართველოს სატელევიზიო და სარეკლამო ბაზარზე 2 მთვლელის ყოფნა დაუშვებელია, რატომ არ რეაგირებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქამდე?“ - კითხულობს ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორი თამთა მურადაშვილი და დასძენს, რომ „ბაზარზე ორი მთველის ყოფნის პრობლემა კომისიის გადასაწყვეტი არ არის”.
მურადაშვილი მიიჩნევს, რომ კომისიის დაკვეთით შესრულებული აუდიტის დასკვნა კომისიის ინტერესებზე მორგებული იქნება.
რას ფიქრობენ მედიის პეციალისტები?
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კოორდინატორი, ნათია კაპანაძე, მიიჩნევს რომ მედიაგარემო მნიშვნელოვნად დაზიანდება, თუკი სარეკლამო ბაზარზე მართვის წესებს ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია დაადგენს.
“ეს კიდევ უფრო გააუარესებს მედიაბიზნესის განვითარების პროცესს. კომისია გაცდება რეკლამის შინაარსობრივი კონტროლის სამართლებრივ მანდატს და შექმნის ახალ დღის წესრიგს სარეკლამო დამკვეთების ქცევის გასაკონტროლებლად. ეს რეალობა კი წინააღმდეგობაშია დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინთან”, - ამბობს ნათია კაპანაძე.
“თი-ვი ემ-არ საქართველოში” აცხადებენ, რომ საერთაშორისო აუდიტს დამკვეთი ტელევიზიების დაფინანსებით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე მოიწვევენ.
კომპანია “ტი-ემ-აიში” არ უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს, თუ რატომ გადაწყვიტეს კომუნიკაციების კომისიის დაკვეთითა და დაფინანსებით აუდიტის განხორციელება და რატომ არ გაიღეს ამის ფინანსური სახსრები იმ ტელევიზიებმა, რომლებიც მისი მომსახურებით სარგებლობენ.

- არგუმენტი #1: საქართველოში სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი 2 კომპანია არსებობს, რომელთა მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა;
- არგუმენტი #2: ტელერეიტინგების განსხვავებული მონაცემები ნეგატიურ გავლენას ახდენს სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე;
- არგუმენტი #3: საერთაშორისო აუდიტი აუცილებელია მთვლელი კომპანიის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფისთვის.
კონტრარგუმენტები
კომპანია “თი-ვი ემ-არმა“ და მისმა დამკვეთმა ტელევიზიებმა საპასუხო განცხადებაში ჩამოაყალიბეს კომუნიკაციების კომისიის კონტრარგუმენტები:
- კონტრარგუმენტი #1: საქართველოს ბაზარზე 2016 წელს მეორე მთვლელი კომპანიის “ტი-ემ-აის” შემოსვლა კომუნიკაციების კომისიას არ გაუპროტესტებია, რადგან ტელერეიტინგების მთვლელი კომპანიების რეგულირება არც მაშინ იყო კომისიის კომპეტენციაში და არც დღეს არის;
- კონტრარგუმენტი #2: სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მთვლელების განსხვავებული მონაცემები, არამედ კომისიის საკანონმდებლო ცვლილებები ან კომისიის მიერ კანონის ნორმების ფართო ინტერპრეტირება;
- კონტრარგუმენტი #3: ტელერეიტინგების მთვლელი კომპანიის საერთაშორისო აუდიტის მოთხოვნის უფლებამოსილება აქვს ამ კომპანიის დამკვეთებს და არა კომისიას.

რა საფრთხეებს წარმოშობსკომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება
“კანონი მარეგულირებელი კომისიის შესახებ არსად ითვალისწინებს, რომ მისი კომპეტენციაში შედის კვლევითი კომპანიების რეგულირება რაიმე სახით, ან მათი აუდიტი, ანუ მარეგულირებელი ამით სცდება თავის კომპეტენციას”, - გვეუბნება “თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორი ნინო გოგოლაძე.
გოგოლაძე ამბობს, რომ 2014 წლისთვის „თი ვი ემ არ საქართველოს“ ოთხი საერთაშორისო აუდიტი ჰქონდა ჩატარებული, თუმცა სახელმწიფო ორგანოებისგან შეტევის ობიექტი მაინც გახდა: „თუკი კომისია ფიქრობს, რომ საერთაშორისო აუდიტი პრობლემას, გადაწყვეტს, მაშინ რატომ არ იმუშავა ამ არგუმენტმა 2014 წელს“ - კითხულობს „თი ვი ემ არ საქართველოს“ დირექტორი.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობს აუდიტი ჩაატაროს იქ, სადაც მისი რეგულირების სფერო არ არის:საგულისხმოა ის, თუ როგორ თანდათან იფართოვებს კომისია არეალს: ინტერპრეტაციას უკეთებს კანონს, ითხოვს ანგარიშგების ისეთ ფორმებს, რომლის წარდგენის ვალდებულებაც არ გვაქვს“ - ამბობს აბურჯანიძე.
ტვ პირველის კომერციული დირექტორი დარწმუნებულია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ აუდიტის ჩატარება ემსახურება სატელევიზიო მთვლელების ბაზარზე მხოლოდ “კანტარის” ლიცენზიანტი “ტი-ემ-აის” დატოვებას.
„ტი ემ აი“, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი არხები არ ენდობიან, საქართველოს ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. „თუ საქართველოს სატელევიზიო და სარეკლამო ბაზარზე 2 მთვლელის ყოფნა დაუშვებელია, რატომ არ რეაგირებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქამდე?“ - კითხულობს ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორი თამთა მურადაშვილი და დასძენს, რომ „ბაზარზე ორი მთველის ყოფნის პრობლემა კომისიის გადასაწყვეტი არ არის”.
მურადაშვილი მიიჩნევს, რომ კომისიის დაკვეთით შესრულებული აუდიტის დასკვნა კომისიის ინტერესებზე მორგებული იქნება.
რას ფიქრობენ მედიის პეციალისტები?
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კოორდინატორი, ნათია კაპანაძე, მიიჩნევს რომ მედიაგარემო მნიშვნელოვნად დაზიანდება, თუკი სარეკლამო ბაზარზე მართვის წესებს ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია დაადგენს.
“ეს კიდევ უფრო გააუარესებს მედიაბიზნესის განვითარების პროცესს. კომისია გაცდება რეკლამის შინაარსობრივი კონტროლის სამართლებრივ მანდატს და შექმნის ახალ დღის წესრიგს სარეკლამო დამკვეთების ქცევის გასაკონტროლებლად. ეს რეალობა კი წინააღმდეგობაშია დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინთან”, - ამბობს ნათია კაპანაძე.
“თი-ვი ემ-არ საქართველოში” აცხადებენ, რომ საერთაშორისო აუდიტს დამკვეთი ტელევიზიების დაფინანსებით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე მოიწვევენ.
კომპანია “ტი-ემ-აიში” არ უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს, თუ რატომ გადაწყვიტეს კომუნიკაციების კომისიის დაკვეთითა და დაფინანსებით აუდიტის განხორციელება და რატომ არ გაიღეს ამის ფინანსური სახსრები იმ ტელევიზიებმა, რომლებიც მისი მომსახურებით სარგებლობენ.
19.04.2021
ვრცლად

“ბოიკოტის რეჟიმი ხელისუფლებამ
დაიწყო ჯერ კიდევ “რუსთავი 2-ზე” როცა ვიყავით. “მთავარზე” რაც
გადმოვედით, არავინ მოსულა ეთერში. ჩვენ გვყავს ჩვენი მაყურებელი,
რომლის ძირითადი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი, ამიტომ არ
ცდილობს ხელისუფლება, რომ დაელაპარაკოს მის ამომრჩეველს, რომელიც მის
მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. სრული იგნორია, თითქოს არ არსებობენ
ისინი. ოპოზიციურ მედიაში საერთოდ არ ჩანან. “ტვ პირველზე” იყვნენ
ხოლმე და იქიდანაც ამოიკვეთეს ფეხი”.
“დადიან მხოლოდ იქ, სადაც
საკუთარი თავის პროპაგანდის საშუალება აქვთ და არ მიდიან იქ, სადაც
შესაძლოა კრიტიკული კითხვები მოისმინონ. რა დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ
საერთოდ, როდესაც კითხვებზეც კი არ გვპასუხობენ. ესა თუ ის ტელევიზია
მოგწონს თუ არა ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ხელისუფლება ხარ.
გამოდის, რომ შენ მხოლოდ საზოგადოების რაღაც ნაწილს ელაპარაკები. თუ
ამას იმით ამართლებენ, რომ პოზიციურად განწყობილ არხებზე არ მიდიან,
მილიონზე მეტმა ადამიანმა ოპოზიციას მისცა ხმა და ეს რა მიდგომაა, რომ
ვიღაცასთან ანგარიშვალდებულად მიიჩნევ თავს და ვიღაცასთან - არა, არ
მესმის”, - ამბობს ეკა მიშველაძე და ამატებს, რომ წლებია
ჟურნალისტიკაშია და ასეთი შემთხვევა არ არასდროს ჰქონია, - “მიჭირს
ასე მუშაობა, ასე ვთქვათ, გიწევს სულ ერთ კარში ითამაშო, რაც ძალიან
რთულია”.
“ცენტრალურ ხელისუფლებას რა
დამოკიდებულებაც აქვს მედიის მიმართ, ეს გადადის რეგიონებზე. თვლიან,
რომ შეუძლიათ არ აიღონ ყურმილი, არ მოგცენ კომენტარი და ა.შ. ჩვენ
გვაქვს ანალიტიკური გადაცემა დღეგამოშვებით აზერბაიჯანულ ენაზე
სპეციალურად, რომ ადგილობრივებმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე
მშობლიურ ენაზე მიიღონ ინფორმაცია. ხელისუფლების წარმომადგენლების,
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, დეპუტეტების ჩართულობა ამ დისკუსიაში
საჭიროა და არასდროს მოდიან ეთერში. ეს მხოლოდ ბოლო პერიოდში კი არა,
მუდმივად ამ რეჟიმში ვართ, უბრალოდ, წინასაარჩევნოდ ცოტა “გვწყალობენ”
ხოლმე”.