პოლიტიკური პარტიებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიონ ლარზე
მეტი დაიხარჯა მათი სატელევიზიო რეკლამისთვის. 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნებში 8 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო შესაბამისი დაფინანსება.
კონტრაქტები კი 32 მაუწყებელთან გაფორმდა.
საარჩევნო სუბიექტების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგზავნილი
ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 477,739 ლარი “მთავარმა
არხმა” მიიღო. სხვა ეროვნული მაუწყებლების მიერ მიღებული დაფინანსება
ასე გადანაწილდა:
- მთავარი არხი - 477,739 ლარი
- ტელეიმედი - 295,422 ლარი
- ტვ პირველი - 235,000 ლარი
- ფორმულა - 73,000 ლარი
- კავკასია - 34,080 ლარი
“მთავარ არხზე” პოლიტიკური რეკლამა განათავსეს ენმ-მ, ედპ-მ, ევროპულმა საქართველომ (ევსაქ), მოძრაობამ თავისუფალი საქართველოსთვის (მთპ) და ლეიბორისტულმა პარტიამ.
“იმედზე” კი სარეკლამო მომსახურებით ისარგებლეს პატრიოტთა ალიანსმა (სპა), ევროპულმა საქართველომ და მოძრაობამ თავისუფალი საქართველოსთვის.
“ქართულ ოცნებას” არც ერთ ეროვნულ მაუწყებელში არ განუთავსებია საბიუჯეტო დაფინანსებით პოლიტიკური რეკლამა. ამასთან სარეკლამო კონტრაქტი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუფორმებია საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-თან".
რაც შეეხება რეგიონულ მაუწყებლებს, ჯამურად ყველაზე მეტი დაფინანსება - 225,373 ლარი ტელეკომპანია “დიამ” (შიდა ქართლი) მიიღო. ამ თანხის უმეტესი ნაწილი - 172,316 ლარი ამ ტელევიზიაში შოთა მალაშხიას ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ (ქკპ) დახარჯა.
“დიას” შემდეგ ყველაზე მეტი დაფინანსება - 91,408 ლარი პოლიტიკური პარტიებისგან ტელეკომპანია “რიონმა” (იმერეთი) მიიღო. მას მოსდევს "ტვ25" (აჭარა), რომელთანაც პარტიებმა 85,389 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს. ტოპ-ხუთეულში არიან ასევე “მეგა ტვ” (იმერეთი) - 51,398 ლარის ღირებულების კონტრაქტით და “თრიალეთი” (შიდა ქართლი) - 45,678 ლარის ღირებულების კონტრაქტებით.
სხვა რეგიონულ მაუწყებლებთან პოლიტიკური პარტიების მიერ გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტები, რომლებიც ცესკოს წარედგინა, თანხების მიხედვით ასე გადანაწილდა:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ თანხის გამოყენება შეიძლება რეკლამის განსათავსებლად არჩევნების დანიშვნის შემდეგ არჩევნების დღემდე, ხოლო განმეორებითი კენჭისყრის, არჩევნების მეორე ტურის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევებში − შესაბამისი კენჭისყრის დღემდე.
კანონის ამ მუხლით გათვალისწინებულ თანხას იღებენ მხოლოდ კვალიფიური პარტიები. კანონის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.
კანონის ამ მუხლით მიღებული დაფინანსების ფარგლებში ყველაზე მეტი თანხა 599,579 ლარი დახარჯა სატელევიზიო რეკლამაში ენმ-მ გასულ ადგილობრივ არჩევნებში მასთან ერთად ბლოკში მონაწილე 2 პარტიასთან (ედპ და ქრისტიან-კონსერვატიული პარტია) ერთად; 559,638 ლარი დახაჯრა “ქართულმა ოცნებამ”; 468,494 ლარი - “ევროპულმა საქართველომ” ბოლო ადგილობრივ არჩევნებში მასთან ერთად მონაწილე გაერთიანებსთან - “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” ერთად; 295,510 ლარი - “პატრიოტთა ალიანსმა” და 146,981 ლარი - ლეიბორისტულმა პარტიამ.
რედ.: ქავერზე გამოყენებულია "ნეტგაზეთის" ფოტო



კამილა მამედოვა, მარნეულის
სათემო რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი, ამბობს, რომ მათთვის
ინფორმაციის მიღება იმავე დღიდან იქცა პრობლემად, რაც რეგიონში
ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კამილა ფიქრობს, რომ
თავდაპირველად ეს ერთგვარი თვითცენზურა იყო, რადგან, მისი ვარაუდით,
რეგიონებში ჯერ არ ჰქონდათ ცენტრიდან მიღებული დირექტივები და
ფიქრობდნენ, რომ ჯობდა ინფორმაცია არ გაეცათ, ვიდრე რამე ეთქვათ,
რასაც, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ ემუშავა. თუმცა, ვითარება არც
მოგვიანებით შეცვლილა, მას შემდეგ, რაც ეპიდემიამ ქვეყანაში სრული
ლიფეთქა. პირიქით, კამილა ამბობს, რომ ის წყაროებიც ჩაიკეტა, ვინც
მანამდე მედიას მცირე ინფორმაციას, ან თუნდაც, სტატისტიკას მაინც
აწვდიდა.
კამილა ამბობს, რომ მათი
ძალისხმევა, ადგილობრივებს მათ ენაზე მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია და
რეკომენდაციები, რაც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს
სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა იყოს, უშედეგოა. ვერცერთხელ მოახერხეს
ჩაეწერათ ეპიდემიოლოგი, რომელიც, ამავე დროს, ჯანდაცვის ცენტრის
ხელმძღვანელია:
"მაგალითად, ადიგენის შემთხვევაში
ძალიან რთულად ვღებულობდით ინფორმაციას. ბოლოს ახალციხეშიც გართულდა
ამის გადამოწმება. სიღრმისეულად გაშუქება რომ გვინდა, ამაზე საერთოდ
პასუხი არავის არ აქვს. გვინდოდა გადაცემაში მოსულიყვნენ და გვესაუბრა
რა არის კორონავირუსი, როგორ დავიცვათ თავი, პრევენციული ხასიათის
რეკომენდაციები, საუბარი არ იყო კრიტიკულ გადაცემაზე. ყველა ექიმმა
კატეგორიული უარი განაცხადა, ვგულისხმობ, საზოგადოებრივ ჯანდაცვას.
იძულებული ვიყავით, კერძო კლინიკებიდან მოგვეწვია სტუმრები.
საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ პირდაპირ აკრძალა ჩვენთან ურთიერთობა,
როგორც ახალციხეში, ისე ადიგენში”.
მაია იველიშვილის თქმით, ეს ერთი
პირი რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელია, რომელსაც
შეუძლია ინფორმაცია გასცეს სტატისტიკის დონეზე, სხვა კითხვები კი
პასუხგაუცემელი რჩება, ვინაიდან ის არ არის ეპიდემიოლოგი და ცხადია,
სიღრმისეულ კითხვებს ვერ უპასუხებს:
“გვაიგნორებენ, არ გვპასუხობენ
კითხვებზე და უკვე ერთი წელია ეთერში რეპორტაჟები გადის ცალმხრივად,
დაუბალანსებლად, რითაც ჩვენი აუდიტორია ზარალდება. ოფიციალური მიზეზი
არ ვიცით, თუმცა, შიდა წყაროებიდან ვიცით, რომ ეს არის აჭარის
მთავრობის გადაწყვეტილება, რომ კრიტიკულ მედიასთან არ ითანამშრომლოს
ადგილობრივმა ხელისუფლებამ”.












