06.07.2023                    
        
         
    
                
                როგორ მუშაობს?
- Threads-ის პლატფორმა პირდაპირ დაკავშირებულა Instagram-თან და მომხმარებლები თავიანთი სოციალური ქსელის ანგარიშების გამოყენებასა და გამოწერილი ანგარიშების შენარჩუნებას შეძლებენ.
- შეგიძლიათ გაგზავნოთ 500-მდე სიმბოლოს შემცველი პოსტები, ასევე სურათები, გიფები და ხუთ წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოები.
- Instagram Threads-ზე მომხმარებლისთვის ასაკობრივი ქვედა ზღვარი 12 წელია.
- სხვა მომხმარებლებისთვის პირდაპირი შეტყობინების გაგზავნა შეუძლებელია.
აპლიკაციის აღწერაში ვკითხულობთ: “ადგილი, სადაც საზოგადოება იკრიბება, რათა განიხილოს ყველაფერი, რაც დღეს აინტერესებთ და ის, რაც ხვალ იქნება აქტუალური”.
ექნება თუ არა Threads-ს რეკლამები?
Meta-მ აღნიშნა, რომ წელს Threads-ის მონეტიზაციას არ აპირებს, მაგრამ მომავალში რეკლამის განთავსების შესაძლებლობა არ გამოურიცხავს.

 
                     
              
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    
 
             
             
             
             
             
             
             
             
             
            