14.07.2016
ფოტოჟურნალისტიკა ბევრი ადამიანის
გატაცების სფერო და მედიის განუყოფელი ნაწილია, პოპულარული შავ-თეთრი
სამყაროდან ციფრულ ეპოქამდე. ამ სტატიაში მედიაჩეკერი იმ ფილმებზე
მოგიყვებათ, რომლებიც ფოტოგრაფებზე და ფოტორეპორტინგის სახიფათო,
ტრაგიკულ თუ რომანტიკულ პროცესზე გადაიღეს რეჟისორებმა.
რიჩარდ ბოილი ცუდი ჟურნალისტი არ ყოფილა, მაგრამ მავნე ჩვევებისა და არც თუ ისე კარგი ხასიათის გამო უმუშევარი დარჩა. თუმცა ელ სალვადორში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა ფოტორეპორტიორის ცხოვრება შეცვალა. 1980 წელს ცენტრალური ამერიკის პატარა ქვეყანაში მემარცხენე მოძრაობებმა სამხედრო დიქტატურას პარტიზანული ომი გამოუცხადეს. ბოილიც სალვადორში გაემგზავრა და გადაწყვიტა ფრილანსერ ფოტორეპორტიორად ემუშავა. ფილმი „სალვადორი“ სწორედ იმ სირთულეებზე მოგვითხრობს, რასაც რეპორტიორი ელ სალვადორში მუშაობისას წააწყდა.

რთულად წარმოსადგენია ისაუბრო ფილმებზე, რომლებიც ფოტოჟურნალისტიკას ეხება და „შეშლილთა კლუბი“ არ ახსენო. ფილმი რეალურ ისტორიაზეა - 4 გადარეულ ფოტორეპორტიორზე. გრეგ მარინოვიჩმა, კევინ კარტერმა, ჯო სილვამ და კენ ოსტერბრუკმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სიგიჟისა და სიკვდილის ზღვარზე გაიარეს. მათ მსოფლიოს უნიკალური ფოტოსურათებით იმ ქაოსური და სასტიკი რეალობის შესახებ მოუთხრეს, რომელმაც 90-იან წლებში ეს ქვეყანა მოიცვა.
მიწის
მარილი“ დოკუმენტური ფილმია ბრაზილიელ ფოტოგრაფ სებასტიო სალგადოზე.
აქ ვერ ნახავთ ცხელ წერტილებში გამოჩენილ პროფესიონალიზმს, არც
დინამიზმი ჩანს და თავგადასავალი. თუმცა, ცნობილი ფოტოგრაფის
ცხოვრებაში ნამდვილად გამოგზაურებთ. სებასტიო სალგადოს ობიექტივში
ძირითადად სიღარიბის, ჩაგვრისა და გარემოზე მიყენებული ზიანის კადრები
ხვდებოდა. მისი ფოტოები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთებსა თუ
ჟურნალებში. ამიტომ, უიმ უენდერსის დოკუმენტური კინო, რომელმაც ბევრ
კინოფესტივალზე მოიპოვა წარმატება, ფოტოჟურნალისტიკით დაინტერესებული
ადამიანებისთვის საინტერესო იქნება.„რობერტ კინგის გადაღება“ დოკუმენტური ფილმია ფოტორეპორტიორზე, რომელმაც სამი ომი გამოიარა. რობერტ კინგი 90-იან წლებში ბოსნიაში გაჩაღებულ ომში აღმოჩნდა. ბალკანეთის შემდეგ კინგის ობიექტივში მოხვდა ჩეჩნეთის ომი, ბოლოს კი ერაყი. „რობერტ კინგის გადაღება“ საომარ სიტუაციაში მუშაობის სირთულეებზე მოგვითხრობს.

