სოციალური მედიის პრაქტიკული გზამკვლევი ჟურნალისტებითვის
30.09.2021
• რა რაოდენობის ადამიანს/მომხმარებელს ვწვდები ონლაინ?

• ვინ არის ჩემი ონლაინ აუდიტორია?

• რითაა ჩემი ონლაინ აუდიტორია დაინტერებული?

• როდის და როგორ შემიძლია უკეთ მოვიზიდო ონლაინ აუდიტორია?

• რა ტიპის კონტენტი მუშაობს ჩემს ონლაინ აუდიტორიაზე?

ამ კითხვებზე პასუხებს სპეციალურად ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალებისთვის შექმნილ ახალ სახელმძღვანელოში გაიგებთ.

სოციალური მედიის გზამკვლევი „დოიჩე ველემ“ მოამზადა და რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულადაა ხელმისაწვდომი.

სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ რა ტიპის ონლაინ აქტივობები ღირს ძალისხმევად, რომლის გაუმჯობესებაა შესაძლებელი და რომელი არ ღირს დროის ფუჭად კარგვად.

გზამკვლევი დაყოფილია 7 ნაწილად:

1. აღწერს სოციალური მედიის ანალიზს მედიაში ყველაზე ხშირად დასმული კითხვების კუთხით.

2. ეთმობა სოციალური მედიის ანალიზის საფუძვლებს.

3. ეძღვნება იმ რესურსებს, რომლებიც აუცილებელი წინაპირობაა ონლაინ კომუნიკაციების ეფექტური ანალიზისათვის.

4. გაეცნობბით ფეისბუკს, ტვიტერს, იუთუბსა და ვოთსაპს.

5. როგორ წარვუდგინოთ ანალიზი მენეჯერებსა და რეკლემის დამკვეთებს.

6. ეხმარება ტრენერებს, რომელთაც ამ სახელმძღანელოს გამოყენება ვორქშოფებზე და ტრენინგებზე სურთ.

7. მოიცავს სოციალური მედიის ტერმინოლოგიის განმარტებას.

სახელმძღვანელო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ