როგორ დაეხმაროთ უკრაინელ ჟურნალისტებს?
28.02.2022
უკრაინის დემოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად რამდენიმე ორგანიზაციამ კამპანია წამოიწყო.
  • გამოცემა The Fix Media-ს
  • მედიასაკონსულტაციო კომპანიამ Jnomics Media-ს
  • უკრაინის მედიის განვითარების ფონდისა (MDF)
  • და ნიდერლანდების ფონდ Are We Europe-ის ორგანიზებით
დახმარება გაეწევა 10-ზე მეტ ეროვნულ და რეგიონულ მედიასაშუალებას უკრაინაში, მათ შორის, Ukrainska Pravda-ს, Ukrainer-ს, Liga.net-სა და Kyiv Independent-ს.

უკრაინელი ჟურნალისტების ძირითადი საჭიროებები ახლა არის:

  • უსაფრთხოების აღჭურვილობა (პირველადი დახმარების ნაკრები, ჩაფხუტები, ჯავშნები და ა.შ.)
  • მხარდაჭერა მათი ოპერაციების ნაწილის საზღვარგარეთ გადატანაში მუშაობის გასაგრძელებლად
  • ლოგისტიკური მხარდაჭერა - გადაადგილება ქვეყნის შიგნით ან გარეთ
  • სხვა რესურსები მუშაობის გასაგრძელებლად.
დონაცია შესაძლებელია Gofundme-ზე: ბმული

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: ბმული

დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ელ-ფოსტა: @newsroom@thefix.media

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ