საზოგადოებრივი მაუწყებლი ბერას კომპანიას 400 ათასამდე ლარს უხდის - თემა „მოამბემ“ არ გააშუქა
25.11.2017
საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას 372 011 ლარს უხდის. მაუწყებელი კომპანიისგან ორი გადაცემისთვის საჭირო განათებებს ქირაობს, ეს გადაცემებია - „არჩევნები 2017“ და “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად”. მაუწყებელმა მომსახურების შესაძენად ტენდერი 10 ოქტომბერს გამოაცხადა და მასში მხოლოდ ბერა ივანიშვილის კომპანია - "სილქ ფაქტორი სტუდიო" მონაწილეობდა. ამის შესახებ ცნობილი 24 ოქტომბერს „ნეტგაზეთის“ მასალიდან გახდა, თემის მიმართ საჯარო ინტერესიც სწორედ ამ დღეს გაჩნდა. მიუხედავად ამისა, თემა 8 საათიან „მოამბეში“ ვერ მოხვდა.

თეგები : გამოტოვებული თემები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ