18.03.2019                    
        
                მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ქალი სიუჟეტში დაფარულია [დიდი ალბათობით, არასრულწლოვანი შვილების იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად], ერთ-ერთი დოკუმენტით მისი პირდაპირი იდენტიფიცირება ხდება. მასში სრულად იკითხება ქალის საახელი და გვარი, ასევე პირადი ნომერი. ეს კი, თავის მხრივ, მისი არასრულწლოვანი შვილების [სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 5 შვილიდან 3 არასრულწლოვანია] ირიბ იდენტიფიცირებასაც ახდენს.
ამასთან, დედის მხრიდან შვილზე სავარაუდო ძალადობის ნიშნების საილუსტრაციოდ, სიუჟეტში ერთ-ერთი არასრულწლოვნის ფოტოც არის ნაჩვენები, საიდანაც მიუხედავად იმისა, რომ ის დაფარულია, ახლობლებისთვის მისი ამოცნობა მაინც არის შესაძლებელი. ამასთან, ნაჩვენებია იმ სახლის შიდა კადრებიც, სადაც ამჟამად არასრულწლოვნები ცხოვრობენ. შესაბამისად, ნაცნობები სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებას სიუჟტიდან მარტივად შეძლებენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.
“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

             ![მარიამ უბერი, იურისტი
2025 წლის 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის
ძალამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი
ცვლილებები დაარეგისტრირა. 19 მარტს მეორე
მოსმენით მიღებული ცვლილებები 
განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზნად ისახავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების არეალის
გაფართოვებას, მაუწყებლის სტანდარტების ბრიტანული მოდელის
საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას და ხელს უწყობს მედია
პლურალიზმს. 
სინამდვილეში კი, ეს ინიციატივა გარე
დაფინანსების აკრძალვით სარედაქციო დამოუკიდებლობას ამცირებს, ზღუდავს
მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის როლს და ზრდის ადმინისტრაციულ
კონტროლს მაუწყებლობის შინაარსსზე. ამასთან, ზღუდავს გამოხატვის
თავისუფლებას „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ საბაბით. დაბოლოს,
არსებული ცვლილებები არ შეესაბამება გაცხადებულ ბრიტანულ სამაუწყებლო
მოდელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო
სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს.
„უცხოური
ძალა“
კანონპროექტი ე.წ. „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი და
არაპირდაპირი დაფინანსების მიღების აკრძალვას. ამასთანავე, აკრძალულია
„უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და
პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი
დაფინანსება ან თანადაფინანსება[1]. ეს ცვლილება
ასევე მოიაზრებს ტექნიკის გადაცემის, ტრეინინგების, მედიის
განვითარების პროგრამებსა და სხვა დაფინანსების აკრძალვასაც.
გამონაკლისია, მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის,
ტელეშოპინგის, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის
(საქონლის/მომსახურების) განთავსებისათვის.
„უცხოურ ძალაში“ კი იგულისხმება: უცხოეთის მთავრობების
წარმომადგენლები, უცხოეთის მოქალაქეები, იურიდიული პირები და სხვა
ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არ არიან დაფუძნებულები,
როგორებიცაა: ფონდები, ასოციაციები, კომპანიები, ქსელები ან
გაერთიანებები და რომლებიც უცხოური იურისდიქციის ან საერთაშორისო
სამართლის საფუძველზე შეიქმნენ. გარდა ამისა, ცვლილებების პროექტი
მაუწყებელს უკრძალავს რაიმე „პირდაპირი ან ირიბი დაფინანსების“
მიღებას სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ. 
-------------------------------------------------------------------[1] გარდა
კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა.
მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის
როლის შეზღუდვა
შემოთავაზებული ცვლილებებით, იზრდება
კომუნიკაციების კომისიის როლი მაუწყებლობის შინაარსთან დაკავშირებით.
მოქმედი რედაქციით, საჩივრის განხილვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება,
სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,
მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება
ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის
ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე
არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები თვითრეგულირების
მექანიზს ეკუთვნოდა. ცვლილებების მიღების შემდეგ კი ეს
საკითხები კომისიის განსასჯელი გახდება. 
ასევე, ზემოთ მოყვანილი ნორმების დარღვევისთვის მაუწყებლებს
პასუხისმგებლობა მათ მიერ სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის ისეთ
საშუალებებზე გაზიარებისთვისაც დაეკისრებათ, როგორიცაა: ინტერნეტ
მედია, აპლიკაცია ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების
პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში[2]. ამ
ცვლილებების მიზანი, თვითრეგულირების უფლების წართმევა და მაუწყებლის
დასჯის შესაძლებლობის გაზრდაა. 
-------------------------------------------------------------------
[2] არჩილ გორდულაძე:‘‘ინტერნეტ
მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი,
რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად
ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და
ინტერნეტჰოსტინგს მარიამ უბერი, იურისტი

ინტერნეტჰოსტინგს](https://cdn.gweb.ge/buffer/1001663/pictures/category/e3f46bc56b9e50eed9d04305e81e5f06.jpg) 