სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ხათუნა ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ ნინო შუბლაძემაც დაუდასტურა.
აქამდე ამ სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე იყო. 1 მაისს, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინო შუბლაძე არხის გენერალური დირექტორი გახდა, ბაკურ ბაკურაძე კი არხის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. ბაკურაძე ტელეკომპანიის დირექტორი 2025 წლის ივლისიდან იყო. ეს საკადრო ცვლილება აისახა რეესტრშიც.
ხათუნა ბერძენიშვილი 2019 წელს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი გახდა. მანამდე ის პარტია „ევროპული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ბერძენიშვილი წინა ხელისუფლების დროს იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო და საზოგადებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი. ამ თანამდებობიდან ის 2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გაათავისუფლეს, მაშინდელმა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ კი მალევე კრწანისის რაიონის გამგებლად წარადგინა. ხათუნა ბერძენიშვილი წინა ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-შიც მუშაობდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-ს - ქიბარ ხალვაში, 40%-ს კი ასევე
ხალვაშის კუთვნილი კომპანია „შპს პანორამა“
ფლობს.
2021 წლიდან, მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“-მა და „პრაიმ თაიმმა“ სს „მედია ჰოლდინგი“ დააფუძნეს, ბაზარზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ლიცენზიით სწორედ ეს კომპანია ოპერირებს.
„მედია ჰოლდინგში“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილი - 10%-ს, ხოლო „პრაიმ თაიმის“ წილი 90%-ს შეადგენს.

