„აი, ფაქტი“ 2026 წლის Free Media Awards-ის მფლობელია
04.09.2026


გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტს“ 2026 წლის Free Media Awards-ი („თავისუფალი მედიის ჯილდო“) გადაეცემა.

„“აი, ფაქტი“ იღებს თავისუფალი მედიის ჯილდოს იმ გამოძიებებისთვის, რომლებსაც საქართველოში დიდი საზოგადოებრივი ინტერესი აქვს და რომელთა დაფარვასაც სხვები ცდილობენ. თბილისში დაფუძნებული მედიის გამომძიებელი ჟურნალისტები დგანან ისეთი მასშტაბური გამოძიებების უკან, რომელიც ეხება ქვეყანაში რუსულ გავლენებს, „ქართულ ოცნებასთან“ კავშირებს და სახელმწიფო დონეზე ელიტურ კორუფციებს“, - ვკითხულობთ Free Media Awards 2026-ის გამარჯვებულების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

„აი, ფაქტთან“ ერთად 2026 წლის „თავისუფალი მედიის ჯილდოს“ ფლობელები გახდნენ:

  • გამომძიებელი ჟურნალისტი Mykhailo Tkack უკრაინიდან;
  • ონალინ მედია Factor TV სომხეთიდან;
  • ონლაინ მედია Verstka  რუსეთიდან (ემიგრაციაში);
  • ჟურნალისტი და მედია მენეჯერი Andrei Aliaksandrau ბელორუსიდან, რომელიც პატიმრობაში იმყოფება.

Free Media Awards-ი ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის დაარსებული. ის ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.

შარშან პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ეს ჯილდო „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, პარიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა მიიღო

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ