მედიაკოალიცია მზადაა სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს დღეს დაზარალებულ ჟურნალისტებს
05.07.2021
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს დღეს დაზარალებულ ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს.

კოალიცია ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს: 555 795 776

დღეს, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია 40-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

შსს ამბობს, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.

ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე დაკავებულია თუ არა ვინმე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ განცხადებას გაავრცელებენ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ