ცვლილებები “იმედის” მენეჯმენტში
08.07.2021
„იმედის“ მენეჯმენტში ცვლილებებია. გენერალური დირექტორის პოზიციაზე ნიკა ლალიაშვილი მაკა ლომიძემ ჩაანაცვლა. ლალიაშვილი კი მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

“იმედის” იმფორმაციით, მაკა ლომიძეს სხვადასხვა ტელევიზიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება აქვს და ის არხის მართვასა და მისი პოლიტიკის განსაზღვრას 8 ივლისიდან შეუდგა..

ნიკა ლალიაშვილი ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი 2020 წლის აგვისტოში გახდა. ამ პოზიციაზე მან ელდარ მდინარაძე ჩაანაცვლა. დირექტორის პოზიციის დაკავებიდან ორ თვეში “იმედის” ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიის, “მაესტროს” 5 ჟურნალისტის საჩივრის საფუძველზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ნიკა ლალიაშვილს ქარტიის მე-2 პრინციპის დარღვევა დაუდგინა. ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ლალიაშვილი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და აიძულა მათ, რომ დაეტოვებინათ ტელეკომპანია.

ნიკა ლალიაშვილის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომზე მომზადებული პროპაგანდისტული ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს". მისი პროდიუსერობით მომზადებული ფილმი საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა და ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების ნაწილი ფილმის "მთავარ ხაზს" გაემიჯნა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ