კატეგორია - საქართველო
Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშში მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ საქართველოს პოზიცია ერთი ქულით გაუარესდა. თუმცა 25 ქულით საქართველო ისევ თავისუფალი ქვეყნების სიაშია და მეზობელ სომხეთთან ერთად რეგიონში ლიდერობს.
ფრიდომ ჰაუსი მთავარ მიგნებებში ხაზს უსვამს საქართველოს ახალ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რაც ინტერნეტთან თავისუფალ წვდომასა და მისი სარგებლობის ფუნდამენტურ უფლებას ითვალისწინებს. ასევე, ხაზგასმულია ხელისუფლების მიერ ელექტრონული სერვისების გაფართოება. ასევე, აღნიშნულია ონლაინ აქტივობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საქმეები რეპ დუო “ბირჟა მაფიისა” და პრეზერვატივების კომპანია “აიისას” წინააღმდეგ, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის რეიტინგზე. ანგარიშში ისევ არის ნახსენები თბილისიდან გატაცებული აფგან მუხტარლი.
ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის მოხმარება და ხელმისაწვდომობა საქართველოში იზრდება და დაახლოებით 60,49%-ს შეადგენს.
მედია, მრავალფეროვნება და კონტენტ
მანიპულაცია
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი გარკვეულწილად თვითცენზურას მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან არ ხდება ონლაინ კონტენტის სისტემატური მანიპულაცია. კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლები ხანდახან თავს იკავებენ სოციალურ ქსელებში აზრის გამოხატვისგან, საჯარო მოხელეები კი ხშირად ექვემდებარებიან თვითცენზურას მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რეპრესიების შიშის გამო. ასევე, 2018 წლის ივნისში ანტი-სახელისუფლებო პროტესტის დროს ონლაინ აქტივისტები საუბრობდნენ ბოტების, ტროლებისა და დასპონსორებული პოსტების შესახებ, რომლებიც პრო-სახელისუფლებო ინფორმაციას ავრცელებდნენ.
ანგარიშის მიხედვით, ტრადიციულმა მედიასაშუალებებმა ინტერნეტის გამოყენება დაიწყეს. ონლაინ მედია სააგენტოებს კვლავ უჭირთ რეკლამის დამკვეთების მოზიდვა, კონტენტის დივერსიფიცირება, მულტიმედია შესაძლებლობების დაუფლება და ტრადიციულ მედიასთან კონკურენცია. კერძო სექტორი ონლაინ რეკლამირებაში, მცირე აუდიტორიის გამო, დიდ რესურსს არ ხარჯავს.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში არის რამდენიმე ბლოგერი, რომელთა შექმნილი კონტენტი იწვევს დისკუსიას ონლაინში და გავლენას ახდენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. უმცირესობები და მოწყვლადი ჯგუფები წარმოდგენილნი არიან ონლაინში. გასული 4 წლის განმავლობაში ლგბტი და ფემინისტი აქტივისტები აქტიურად იყენებდნენ ონლაინ ხელსაწყოებს საჯარო სფეროში დისკრიმინაციის გასაპროტესტებლად.
2017 წლის ბოლოს, მოხმარებელთან 63% ინტერნეტს სოციალური ქსელების შესამოწმებლად იყენებდა. Facebook ინარჩუნებს ყველაზე პოპულარული პლატფორმის ტიტულს საქართველოში. ბლოგერები და ჟურნალისტები სულ უფრო მეტად იყენებენ ფეისბუკს საკუთარი კონტენტის გასაზიარებლად და მკითხველამდე მისატანად. სამოქალაქო აქტივისტები ასევე იყენებენ ფეისბუკს პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაზე დისკუსიისთვის. მომხმარებელთა 43% ინტერნეტს ახალი ამბების მისაღებად იყენებს, 24% მხოლოდ Skype-ს ხმარობს, 14% - email-ს. ადამიანების 21%-ს მიაჩნია, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მთავარი წყაროა, ხოლო 26% მას ინფორმაციის მეორეხარისხოვან წყაროდ აღიქვამს.
ციფრული
აქტივიზმი
საანგარიშო პერიოდში ონლაინ პლატფორმები და განსაკუთრებით ფეისბუკი გამოიყენებოდა ისეთი აქციების ორგანიზებისთვის, როგორიცაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია თუ მკვლელობის სწორი გამოძიება.
2013 წლის შემდეგ 70-ზე მეტი ელექტრონული სერვისი იქნა ინტეგრირებული სახელისუფლებო პორტალზე My.gov.ge. მოქალაქეებ შეუძლიათ ელექტრონულად სხვადასხვა სერვისის მიღება, როგორიცაა საჯარო ინფორმაცია ბიუჯეტსა და დანახარჯებზე. 2017 წელს, ჩაეშვა ელექტრონული პეტიციების პლატფორმა www.ichange.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს შეაგროვონ ხელმოწერები და გადაუგზავნონ ინიციატივა მთავრობას.
გაეცანით ანგარიშის სრულ ვერსიას.
01.11.2018
ვრცლად






წინასაარჩევნო პერიოდში
საერთო ეროვნული მაუწყებლების საეთერო დროის თითქმის ნახევარი
შესაძლოა მხოლოდ რეკლამას დაეთმოს. ასეთი მაუწყებლები არიან ისინი,
რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებიან და აუდიტორიას
სხვადასხვა თემაზე მომზადებულ გადაცემებს სთავაზობენ.
მაუწყებლების მიერ
გამოქვეყნებული ყოველკვირეული ინფორმაციის თანახმად, წინასაარჩევნო
პერიოდის ბოლო კვირას პოლიტიკური რეკლამის განთავსება ყველაზე ძვირი
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ღირდა. ფასიანი
პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 350 ლარი იყო, მაქსიმუმ კი -
11 450 ლარი. რეკლამის განსათავსებლად ყველაზე ძვირიან გადაცემებში
ვანოს შოუ ლიდერობს; მეორე ადგილზე 11 000 ლარით სერიალი ჩემი ცოლის
დაქალებია; სამეულში ბოლო ადგილს კი საზოგადოებრივ-პოლიტიკური
გადაცემა არჩევანი იკავებს 10 850 ლარით.
ტელეიმედში
ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 134 ლარი ღირდა.
იმედის ეთერში ყველაზე მაღალი ფასი პოლიტიკურ რეკლამას შოუში ცეკვავენ
ვარსკვლავები ჰქონდა და 9 618 ლარი ღირდა. მას მოჰყვება ტოქშოუ
პირისპირ, სხვა რაკურსი, სიცრუის დეტექტორი და ღამის შოუ 8 232 ლარით.
იმედის კვირაში კი რეკლამის ერთი წუთი 6 252 ლარი ღირდა.
ლეიბორისტებმა 12 რეგიონულ არხზე 23
ათასამდე ლარის სარეკლამო დრო შეიძინეს; ტვ პირველსა და იბერიაზე -
30-30 ათასი; რუსთავი 2-ზე - 60 000.
კვლევას არ გამოუვლენია ეთიკური
ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების უხეში დარღვევა ონლაინ
მედიასაშუალებებში. მიუხედავად ამისა, კვლავაც თვალშისაცემია
ზედაპირულობისა და წყაროთა ერთფეროვნების პრობლემა.
კვლევის მიხედვით, რადიოები არ
ერიდებოდნენ ხელისუფლების კრიტიკასა და ამბის სხვადასხვა მხარის
წარმოჩენას თუმცა, როგორც წესი, ინფორმაციას ძირითადად ერთ წყაროზე
დაყრდნობით, უაპელაციოდ ავრცელებდნენ და არ სვამდნენ კრიტიკულ
შეკითხვებს.


ანგარიშში ვკითხულობთ, რომ
ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი „რუსთავი 2“-ს აქვს.
კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის
ეთერში გადის.. წინა წლების მსგავსად ხელისუფლების მიმართ კვლავ
რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის
პირველი არხი და ტელეკომპანია „იმედი.“ ხელისუფლების გაშუქებისას მათი
პრიორიტეტები და გზავნილები ხშირად იდენტურია. ასევე, რუსთავი 2-ისა
და იმედის ტოქშუები პრაქტიკულად ალტერნატიულ რეალობებს აჩვენებენ
აუდიტორიას.


ტელეკომპანია “იბერიის”
მიერ ხელისუფლების ზეწოლაში დადანაშაულებიდან მალევე “რუსთავი 2-ზე”
ფარული აუდიოჩანაწერების სერია გაჩნდა. ჩანაწერებში „ომეგა ჯგუფის“
ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ,
ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, ბიზნესის
რეკეტსა და თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. ასევე “იბერიის” ნაცვლად
“რუსთავი 2-თან” ინტერვიუში გაამხილა ზაზა ოქრუაშვილმა ბევრი ფაქტი,
რაც აძლიერებდა ეჭვებს შესაძლო კორუფციის შესახებ.








ქალაქ ონში სტამბა 1900-იანი წლებიდან
არსებობდა. დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) აქ როგორც პერიოდული
გამოცემები, ისე წიგნებიც აქტიურად იბეჭდებოდა. მათ შორის იყო
ლიტერატურული ჟურნალი „ონი“, რომელიც ახალგაზრდა მწერალმა, გერცელ
ბააზოვმა მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დიმიტრი
ჯანელიძესთან ერთად გამოსცა. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა კავშირის
დროს, ონში გამოდიოდა გაზეთი „სოციალისტური მშენებლობა“, რომელიც
კვირაში ერთხელ, ზოგ წლებში კი ორჯერაც იბეჭდებოდა. გამოცემამ ამ
სახელით 1930 -დან 1962 წლამდე იარსება, 1965 წლიდან კი უკვე
„განთიადი“ დაერქვა და 1990 წლამდე, თითქმის საბჭოთა კავშირის
დაშლამდე გამოდიოდა.
15-წლიანი პაუზის შემდეგ, 2006 წელს
ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ონში მცხოვრებ ჟურნალისტს
ინგა მეტრეველს სთხოვეს გაზეთის საცდელი ნომერი გამოეშვა. „ონი ნიუსი“
- ასე ერქვა ყოველთვიურ გამოცემას, რომელსაც მეტრეველი ერთი წლის
განმავლობაში გამოსცემდა და 500-მდე ხელმომწერიც შეაგროვა. 2007
წლიდან გაზეთისთვის მცირე თანხა ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოყო.
ინფორმაციულ ვაკუუმზე საუბრობს იური
რეხვიაშვილიც, რომელიც ონის ერთ-ერთ კვების ობიექტში მზარეულია.
ამბობს, ცენტრალური ამბები უფრო იცის, ვიდრე ადგილობრივი: “ხან ვიგებთ
ამბებს, ხან ვერა ამბებს, ხან ვიღაც გვეტყვის, ხან ისე. ინტერნეტთან
მე კავშირი არ მაქვს”.