ბოლო ერთ კვირაში, ქართულ მედიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი
ტელევიზიის შესახებ ალაპარაკდნენ. “რუსთავი 2-ს” ყოფილი დირექტორის
ნიკა გვარამიას შემდეგ, ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა ყოფილმა
თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმაც. მედიაში კიდევ ერთ,
“ფორმულა კრეატივის” ტელევიზიაზე საუბრობენ, თუმცა, არსებობს ჯერ დაუდასტურებელი
ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილი სწორედ ამ უკანასკნელი, “ფორმულა
კრეატივის” ტელევიზიის დაფინანსებას აპირებს.
ახალი ტელევიზიის გახსნის
შესახებ, დავით კეზერაშვილმა დღეს, 1-ელ აგვისტოს, ფეისბუკის პირად
გვერდზე დაწერა. იგი ამბობს, რომ ახალი ტელევიზიის გახსნის
გადაწყვეტილება ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა
მიაღებინა.
„უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი
მედიარესურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და
რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ,
თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის
შეცდომები.
მიმაჩნია რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას
მუდმივი აქტიურობა ჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი
დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს
მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა, რომელიც
უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა
რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ
ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და
პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.“
კეზერაშვილის განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭოს დასაკომპლექტებლად
მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში უკვე
დაწყებული აქვს.
კეზერაშვილი თავის განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ ახალი
ტელევიზია საზოგადოებისთვის ნაცნობი კადრებით დაკომპლექტდება: „იმედი
მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი
ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი
ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში
გასასვლელად”.
დავით
კეზერაშვილი 2012 წელს რამდენიმე დღით „რუსთავი 2“-ის 40%-იან წილს
ფლობდა. პარტია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამაჯვებიდან სამი დღის
შემდეგ, მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 40% 500 000 აშშ დოლარად
იყიდა, თუმცა, ხუთი დღის შემდეგ დავით კეზერაშვილმა თავისი წილი
გიორგი ყარამანიშვილს იგივე ფასად მიყიდა. გარდა ამისა, დავით
კეზერაშვილი გამოცემა „ტაბულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
"ქვეყნის მთავარი და საუკეთესო,
იმაზე უკეთესი ტელევიზიის გახსნა, ვიდრე “რუსთავი 2-ა”, ასევე
ფეისბუკით დააანონსა ნიკა გვარამიამაც. ისიც
წერს, რომ გადაწყვეტილება ბევრი ფიქრისა და ინვესტორებთან
კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
"გადავწყვიტე რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია. ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა - მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი - ჩემი გუნდი. ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ", - წერს გვარამია.
“ფორმულა კრეატივის” გეგმაზე, რომ
ემზადება საინფორმაციო-პოლიტიკური ტელევიზიის გახსნისთვის, ინფორმაცია
“ნეტგაზეთმა” გაავრცელა. “ფორმულა კრეატივმა”გამოცემა
On.ge-სთან, რომლის 50%-იან წილსაც ფლობს, ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
“ფორმულა კრეატივის დირექტორმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ ახალი
ტელევიზიის შესახებ "გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც
ადასტურებს და, ზოგადად, ამ თემაზე არ საუბრობს", - წერს On.ge.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც ბოლო დღეებში ვრცელდება, “რუსთავი 2-ის”
საინფორმაციო სამსახურის უფროსს გიორგი ლაფერაშვილს უკავშირდება.
On.ge-ს ინფორმაციით, მას ახალ
ტელევიზიაში სთავაზობენ გადასვლას, საუბარი, სავარაუდოდ, “ფორმულა
კრეატივის” მიერ დაანონსებულ ტელევიზიაზეა.
“მედიაჩეკერი” შეეცადა გავრცელებული ინფორმაციები ფორმულა “კრეატივსა”
და ლაფერაშვილთან გადაემოწმებინა. არაერთი მცდელობის მიუხედავად,
“ფორმულა კრეატივის” გუნდს ვერ დავუკავშირდით, მიშა მშვილდაძე
სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
რაიმეს დაკონკრეტებისგან თავი
შეიკავა “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ პროდიუსერმა
გიორგი ლაფერაშვილმა, თუმცა, დაადასტურა, რომ დაანონსებულ
ტელევიზიებთან დაკავშირებით უკვე მიიღო „საინტერესო“
შემოთავაზებები.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე ძალიან საინტერესო
წინადადება და შემოთავაზება მქონდა. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე
შემიძლია ვთქვა, არის ეს. ამ შემოთავაზებებს შორის იყო ყველა ის
სიახლე, რაც ქართულ მედიაბაზარზე უახლოეს პერიოდში ამოქმედდება”, -
კითხვაზე, როდის შეიძლება ველოდოთ მისგან ახალ სამსახურზე
დადასტურებულ ინფორმაციას, გიორგი ლაფერაშვილმა გვიპასუხა, რომ ამ
ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ “რუსთავი 2-დან”
შვებულებაშია.



“ვინც დაიწყო ეს პროცესი, მისი
სურვილია, რომ აქამდე მივიდეს, პოზიციური უპირატესობა მის მხარეს არის
და შესაბამისად, ეცდება, რომ ეს შედგეს. სწორედ იმიტომ დაიწყო ეს
პროცესი ბიძინა ივანიშვილმა, რომ სარედაქციო მრავლფეროვნება არ იყოს
ამ ქვეყანაში და მედიის შინაარსი იყოს ერთგვაროვანი. ეს საკმაოდ
უიოლებს ცხოვრებას მას და ნებისმიერ ხელისუფალს, რომელიც
ავტორიტარიზმისკენ არის მიდრეკილი”.
გამოწვევებზე, რომლებიც “რუსთავი
2-ის” საქმემ პატარა მედიასაშუალებებისთვის გააჩინა, ტელეკომპანია
“კავკასიის” ერთ-ერთი მფლობელი ნინო ჯანგირაშვილიც საუბრობს. მისი
თქმით, იმ პირობებში, როცა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ერთგვარი
პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ბიზნესი ხელისუფლებისთვის
მიუღებელი მედიის დაფინანსებაზე უარს ამბობს, რთულია, როგორც ახალი
სივრცეების გაჩენა, ისე უკვე არსებული, შედარებით პატარა პლატფორმების
შენახვა და განვითარება: “ჩვენ ვართ რეალურად თავისუფალი მედიის
მოდელი, “კავკასია” რა დღეშიც არის, იმ დღეშია თავისუფალი მედია
ქვეყანაში. ჩვენთვის სულ უფრო და უფრო რთულდება არსებობა”.
“პატარას უფრო ადვილად მოერევი,
თუკი დიდი აღარ იქნება ამ მედიაგარემოში”, - გვეუბნება ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია. სწორედ ამ
არგუმენტით, მისი თქმით, “რუსთავი 2-ის” არსებული სახით შენარჩუნება
კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და
ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის
ცვლილებას რომ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და მედიაგარემოსთვის
დამაზარალებელი იქნება, ამას ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”
მედიის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძეც აღნიშნავს: „გაისად,
როდესაც 2020-ში ჩვენ გველის ახალი არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ არა
მხოლოდ მედიაგარემოს დააზარალებს, არამედ ძალიან შეცვლის დემოკრატიის
ხარისხს და წინასაარჩევნო გარემოს ამ ქვეყანაში“.
“სტუდია მონიტორის”
ერთ-ერთი რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ,
არცეთი ახალი ხელისუფლება წინას შეცდომებზე არ სწავლობს და მედიის
გაკონტროლების ცდუნება ყველა მათგანს აქვს., “რუსთავი 2-ის” გარშემო
მიმდინარე პროცესები სწორედ ამის მაჩვენებელია და მსგავსი გზავნილები
იკითხება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია პირველის
მისამართითაც.
გამოსავალს იგივე ფაქტორებში
ხედავს ნათია კუპრაშვილი. ამასთან, იგი მედიასისტემის ცვლილების
მნიშნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებული სისტემა
ერთხმიანი, პოლარიზებული მედიაგარემოს ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული,
რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს: “მედია უნდა გახდეს თვითკმარი და
ბიზნესორიენტირებული. ბიზნესი არ გამოგვივიდა მედიიდან და ეს არის
მთავარი პრობლემა ამ სისტემის. ხელისუფლებებიც მუდმივად ცდილობენ, რომ
მედიისგან არ გამოვიდეს ბიზნესი”.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით
ადრე “მეცხრე არხმა” საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნის თაობაზე
მოგვიანებით, 2007 წლის 6
ნოემბერს, როდესაც თბილისი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა,
რომელსაც ღიად
მიხნიკის ჯგუფის მუშაობას ხელი
უნდა შეეწყო ტელეკომპანია ”იმედის” მუშაობის აღდგენისათვის.
პარალელურად, ჯგუფს უნდა ჩაეტარებინა სატელევიზიო სივრცის მონიტორინგი
იმის დასადგენად, თუ რამდენად თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან
პრეზიდენტობის კანდიდატები.
„ვფიქრობ, ვიჩივლო თუ არა.
პროცედურები დიდ დროს წაიღებს და თან არც ვიცი, რა უნდა მოვითხოვო
მათგან. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ვერავინ დამასწრებდა
ჩივილს. ფიზიკური და მორალური ზიანი მომაყენეს, დიდი ხნის
განმავლობაში უმოქმედოდ ვიყავი ზურგის გამო. ვიცი, რომ მორალურ ზიანს
არავინ ამინაზღაურებს, შეიძლება დამცინონ კიდეც.“
21 ივნისს, ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის ორგანიზებით, ჟურნალისტებმა თბილისსა და რეგიონებში შინაგან
საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურისა და ადგილობრივი
სამმართველოების შენობებთან საპროტესტო




მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა
სტრასბურგის სასამართლოს
"საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები
და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება
გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო
დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების
შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე
მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. სარედაქციო
დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ
აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი", - წერდა
ხალვაში.
“კომპანიას აუცილებლად სჭირდება
სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია მენეჯერი, რომელიც
დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური
სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის
შექმნაში. სწორედ [საერთაშორისოდ აღიარებული] პრინციპების და
სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი
რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ
მედია-მენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე
პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას”, - აღნიშნულია
ხალვაშის განცხადებაში.
“როცა დაიწყება სარედაქციო
პოლიტიკაში ჩარევა, ამის შესახებ ვიტყვით ხმამაღლა, მათ შორის
ჩვენსავე ეთერში. სანამ მე ვიქნები საინფორმაციო სამსახურის
ხელმძღვანელი სახელისუფლებო "მესიჯ ბოქსების" ტირაჟირება ეთერში არ
მოხდება", - აცხადებს მელაძე და ამატებს, რომ მათი პრიორიტეტი ახლა
სტაბილური მაუწყებლობის უზრუნველყოფაა.
"რუსთავი 2-ის" იურისტი თამთა
მურადაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი კუთხით ბრძოლა გაგრძელდება.
მისი განმარტებით, არხის ყოფილი მფლობელები ძმები ყარამანიშვილები და
ტელეკომპანია "საქართველო" სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა პალატაში
გაასაჩივრებენ, რასაც შესაძლოა განსხვავებული სამართლებრივი შედეგი
მოჰყვეს.



