მსოფლიო პრესის ფოტო 2017 - გამარჯვებული ფოტოები
12.02.2017
მსოფლიო პრესის ფოტოს (World Press Photo) 2017 წლის გამარჯვებული ფოტოები გამოვლინდა.

1. წლის ფოტო - The Associated Press ფოტოზე ასახულია თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კირილოვის მკვლელობის მომენტი.

2. თანამედროვე საკითხები - პირველი პრიზი, როიტერსი აქტივისტი პოლიციელებს უწვდის ხელებს, რათა ბორკილი დაადონ და დააპატიმრონ. ფოტო გადაღებულია საპროტესტო აქციაზე, სადაც მონაწილეები პოლიციელების მიერ ჩადენილ ქმედებებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია იმან, რომ 37 წლის შავკანიან მოქალაქეს, ხუთი შვილის მამას თეთრკანიანმა პოლიციელებმა ესროლეს.


3. ფოტო გადაღებულია საავადმყოფოში. ფოტოზე გამოსახულია ნაჯიბა და მისი ორი წლის ძმისშვილი, რომელიც ქაბულში დაბომბვის დროს დაშავდა. Time Lightbox


4. ფოტოზე ასახულია ფილიპინელი ოჯახის ტრაგედია. უცნობმა პირებმა ჯიმბოი ბოლასა და მისი მეგობარი გაიტაცა, ერთი საათის შემდეგ მათი ცხედრები ახლომდებარე ხიდთან ოპოვნეს, ცხედრებს ცემისა და წამების კვალი ეტყობოდათ. ნიუ იორკ ტაიმსი



5. მოსული, სპეცდანიშნულების ძალები ადგილობრივების სახლებში დაეშის წევრებს ეძებენ. Le Monde


6. ფოტო გადაღებულია ლუგანსკში მომხდარი საჰაერო შეტევის დროს. RT



7. რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი სამხატვრო გალერეაში სიტყვის გამოსვლისას. AP



8. ხუთი წლის მაჰა და მისი ოჯახი მოსულთან ახლოს მდებარე სოფლიდან გამოიქცნენ. ისინი საკვების არარსებობამ და ისლამური სახელმწიფოს შიშმა აიძულა დაეტოვებინათ სახლი. Aftonbladet



9. ფოტოზე გამოსახული არიან 2016 წლის 12 სექტემბერს დამასკოში მომხდარი საჰაერო შეტევის დროს დაშავებული ბავშვები. France-Presse



წყარო: ევრონიუსი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ