მობილური აპლიკაციები ჟურნალისტებისთვის
09.06.2017
თითქმის ყოველ დილას, სმარტოფნის გვერდით ვიღვიძებთ, ვსადილობთ მასთან ერთად და ვმუშაობთ. დღეს, მობილური ტელეფონი, შეიძლება ითქვას, ჩვენი მეგობარიცაა და რაც მთვარია, ასისტენტიც. თანაც, გამუდმებით ჩნდება ახალი და დახვეწილი აპლიკაციები. ისინი გვეხმარება დღის ორგანიზებაშიც, ახალი ამბების გაცნობასა და ვიდეომონტაჟშიც კი.

მედია ტექნოლოგიებს სწრაფად ითვისებს და სმარტფონების გამოყენება ჟურნალისტიკაში, ახალი ამბავი აღარ არის. ამ პროფესიის ბევრი ადამიანი აქტიურად იყენებს Dropbox-ს, Google-ისა და Adobe-ის ძალიან დახვეწილ პროგრამებს. თუმცა, ამ ცნობილი კომპანიების გარდა, ჟურნალისტებისთვის სხვებმაც შექმნეს კარგი აპლიკაციები, რომლებსაც მედიაჩეკერი წარმოგიდგენთ. რა თქმა უნდა, სტატიაში მოცემული სიის გაგრძელებაც შეიძლება, ვიღაცას კი შესაძლოა, რომელიმე აპის ალტერნატივა უფრო მოსწონდეს, თუმცა წარმოდგენილი აპლიკაციები მედიაში დასაქმებულ ადამიანებს (და არა მარტო მათ) ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ