უკრაინელი ჟურნალისტები მოუწოდებენ კოლეგებს, ომის დროს სწორი ტერმინოლოგია გამოყენონ
24.03.2022
უკრაინის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქვეყნებს წერილს, სადაც უკრაინული მედია ორგანიზაციები, რეპორტიორები, ფოტოგრაფები და მენეჯერები მიმართავენ კოლეგებს, სწორად გააშუქონ რუსეთის ომი უკრაინაში.

მთავარი მოწოდება:

უკრაინელი ჟურნალისტები კოლეგებს რუსული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ აფრთხილებენ და ომის გაშუქების დროს სწორი ტერმინოლოგიის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
  • “უკრაინის მედია საზოგადოების ჟურნალისტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც 2014 წლიდან რუსულ საინფორმაციო ომს ვებრძვით, გვინდა გამოვყოთ შემდეგი პუნქტები ამ ომის აღსაწერი ენის გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა აშკარა არ იყოს, მაგრამ ჩვენთვის და ომის ჭეშმარიტად გადმოსაცემად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვთხოვთ მედია ორგანიზაციებს, გაუზიარონ ეს თავიანთ ნიუსრუმებსა და აუდიტორიას.”

კონფლიქტი თუ ომი?

  • შეცდომაა ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა: „კრიზისი“, „კონფლიქტი“, „სამხედრო ოპერაცია“, ე.ი მისთვის “უკრაინულის” დარქმევა მაგალითად: „უკრაინის კრიზისი“ ან „უკრაინის კონფლიქტი“.
  • ეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა და უკრაინის წინააღმდეგ ომია.
  • სწორად მიუთითეთ ომში რუსეთის როლი ამ ფორმულირებით „რუსეთის ომი უკრაინაში“ ან/და „რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, განსაკუთრებით ტიტრებში, სათაურებში,ლიდებსა და ჰეშთეგებში.

პუტინის თუ რუსეთის ომი?

  • გადაჭარბებულად არ გამოიყენოთ ფრაზა „პუტინის ომი“. მიუხედავად იმისა, რომ იმის დაჯერების ცდუნება არსებობს, რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის გამო დაიწყო.
  • სხვადასხვა ორგანიზაციის გამოკითხვებით (Savanta ComRes, VCIOM, კვლევითი პროექტი "უნდათ თუ არა რუსებს ომი?"), რომ რუსების ჩუმი უმრავლესობა - დაახლოებით 60% - მხარს უჭერს ომს.
  • ომის პირველ კვირას რუსეთში პუტინისადმი საზოგადოების მხარდაჭერა 60-დან 71%-მდე გაიზარდა. რუსი ჯარისკაცები ისვრიან რაკეტებს და ბომბებს და წინასწარ განზრახვით ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ბევრ რუსს არ აქვს წვდომა ფაქტებთან და დამოუკიდებელ მედიასთან, მაგრამ ეს მათ პასუხისმგებლობას არ არიდებს.

სეპატარისტები თუ რუსეთი?

  • რუსეთის სამხედრო აგრესიის ასახსნელად ბევრს მოჰყავს 2014 წელს ჩატარებული ფსევდორეფერენდუმები უკრაინის ყირიმსა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, როგორც რუსული სამხედრო აგრესიის ახსნა. ეს შეცდომაში შემყვანია.
  • ყირიმის ტერიტორიები, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილები რუსეთის ძალების მიერ 2014 წელს ანექსირებული და ოკუპირებულია.
  • რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის ცალსახად დარღვევით მოხდა.
  • დონბასში ომი რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერილი და ორკესტრირებული იყო. ფსევდორეფერენდუმებსა და მარიონეტულ რესპუბლიკებს არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადება.

ექსპერტები, ორისია ლუცევიჩი, ენდრიუ უილსონი, ნიკოლაი მიტროხინი და სხვები, ხაზს უსვამენ, რომ არც დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტული „რესპუბლიკების“ შექმნა და არც ომი რუსეთის ჩარევის გარეშე არ მოხდებოდა.

მიმდინარე ესკალაცია აჩვენებს რუსეთის სურვილს აკონტროლოს მთელი უკრაინა და ამ „რესპუბლიკებს“ იყენებს სრულმასშტაბიანი შეჭრის პლატფორმად და პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ინსტრუმენტად.

ამასთანავე, დონბასში კვაზი "რესპუბლიკები" არ არიან კონფლიქტის კიდევ ერთი შეიარაღებული მხარე. ისინი უკრაინაში მოქმედებენ, როგორც რუსული არმიისა და დაქირავებული მებრძოლების ნაწილი.
  • აქედან გამომდინარე, არასწორია ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „სეპარატისტთა კონტროლირებადი ტერიტორიები“. გამოიყენეთ ფრაზები, „რუსეთის მარიონეტები”, “რუსეთის მიერ მართული ჯგუფები".

“თანაბარი პოზიციები?”

  • კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა უკრაინის და რუსეთის პოზიციების მოხსენება, როგორც ორ თანაბარ მხარედ მოხსენიება.
  • რუსეთის პოზიციები ეფუძნება ტყუილებს, პროპაგანდასა და უკრაინის, როგორც ერისა და სახელმწიფოს არსებობის უარყოფას.
  • რუსული პროპაგანდა უბრალოდ „სტრატეგიული კომუნიკაცია“ ან განსახვავებული თვალსაზრისი არ არის, ის დეზინფორმაციას იყენებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გასამართლებლად და სრულიად არაპროვოცირებული ომის გასაგრძელებლად.

“ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის?”

ნარატივი, რომელიც ომს, რუსეთსა და დასავლეთს შორის ომად ახასიათებს, უარყოფს უკრაინის წარმომადგენლობას - რასაც ნათლად წარმოაჩენს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა რუსეთის შეჭრისადმი.

  • ნატო არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია სუვერენული ქვეყნების კოლექტიური თავდაცვის უფლებაზე, რაც გათვალისწინებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლში.
  • „გაფართოებაზე“ ყურადღების გამახვილებით მედია აგრძელებს კრემლის ომის გამართლებას და უგულებელყოფს უკრაინელი ხალხის დემოკრატიულ ხმას, რომელთაც სურთ იცხოვრონ მშვიდობიანად, რუსული აგრესიისგან თავისუფლად.

ექსპერტების შერჩევა

ეცადეთ, გაშუქებისას დაუკავშირდეთ და მოუსმინოთ უკრაინელ ექსპერტებს.

  • საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობა სპეციალიზირებულია რუსეთის ან აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში.
  • გთხოვთ, ომის შესახებ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალებში გყავდეთ უკრაინელი ექსპერტები ან ისინი, ვისაც უცხოვრია და უმუშავია უკრაინაში.

უკრაინელი ჟურნალისტების ღია წერილი სრულად წაიკითხეთ აქ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ