“ახალი ერა” - Google-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინა
07.12.2023
Google-მა წარადგინა ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი მოდელი - Gemini. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სუნდამ პიჩაის თქმით, ეს არის ხელოვნური ინტელექტის "ახალი ერა".

მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ OpenAI-მ ChatGPT გამოუშვა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ახალი სახე მიიღო და ამ მიმართულებით კონკურენციაც უფრო გაიზარდა. Google-ს მტკიცებით მათი Gemini უფრო ძლიერია ვიდრე GPT-4.

Gemini-ს სამი ვერსია აქვს:

  • Ultra;
  • Pro;
  • Nano.

alt

Gemini-ის ხელმისაწვდომობა

Gemini საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება 170-ზე მეტ ქვეყანაში.

  • უკვე ჩაეშვა Pro და Nano ვერსიები. ყველაზე მძლავრი ვერსიის გაშვება კი 2024 წელსაა დაგეგმილი, რომელიც ამჟამად ნდობისა და უსაფრთხოების ფართო შემოწმებებს გადის.
  • Gemini ხელმისაწვდომი გახდება დეველოპერებისთვის Google Cloud's API-ის მეშვეობით 13 დეკემბრიდან.
  • მომავალში Gemini დაინერგება Google-ის სხვა პროდუქტებში, მათ შორის, Google-ს საძიებო სისტემაში, რეკლამებსა და Chrome-ში.

Google-ის AI ჩატბოტი Bard უკვე განახლდა Gemini-ს მოდელის ვერსიით. 2024 წელს კი Ultra ვერსიაც განთავსდება მასში. Bard-ის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ განახლებამ ბარდს ახალი უნარ-ჩვევები მისცა და გააუმჯობესა. “ეს არის Bard-ის ხარისხის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მას შემდეგ, რაც ის ჩაეშვა”.


მულტიფუნქციურობა

Gemini-ს ინფორმაციის სხვადასხვა ფორმის შეგროვება შეუძლია - ტექსტი, ფოტო, ვიდეო, აუდიო, პროგრამირების კოდები.მიუხედავად იმისა, რომ სამივე ყველა ვერსია მულტიფუნქციურია, Pro და Nano ვერსიები, რომლებიც ამ თვეში ჩაეშვა, ამჟამად მხოლოდ ტექსტის ან კოდის ფორმატში პასუხობს.

Google-ის AI-ს კონკურენტები

Google-ს აქამდე უჭირდა მიეზიდა იმდენი მომხმარებელი, რამდენიც OpenAI-ის ჩატბოტს ჰქონდა. Gemini-ით კი გუგლი ცდილობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გავლენიანი გახდეს, ვიდრე ChatGPT. თუმცა, OpenAI პროგრამული უზრუნველყოფის ახალი, უფრო მძლავრი ვერსია მომავალ წელს გამოვა.

Google-ს ახალი კონკურენტი შეიძლება გახდეს ილონ მასკის xAI. ხელოვჩინური კომპანია Baidu ასევე ვითარდება საკუთარი AI პროდუქტებით.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ