ის აღჭურვილობა, რაც ერთ დროს ვიდეოჟურნალისტებს რამდენიმე
ჩანთით დაჰქონდათ, ახლა ერთ ჯიბეში ეტევა. სმარტფონიანი ჟურნალისტიკა
უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ჟურნალისტებისთვისაც აუცილებლობას
წარმოადგენს, ვიდეოსამონტაჟო აპლიკაციების ქონა ტელეფონში.
„მედიაჩეკერი“ იმ 8 აპლიკაციას გაგაცნობთ, რომელთა გამოყენებითაც
ვიდეომასალის დამონტაჟებას ტელეფონშივე შეძლებთ.
⇒
KineMaster
მობილური აპლიკაცია
ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
დახვეწილ, მრავალფეროვან აპს აქვს რამდნიმე აუდიო და ვიდეოს
„ლეიერებში“ განთავსების და მონტაჟის ფუნქცია, ხმის კონტროლი,
გადასვლები, ფერების კორექცია და სხვ.
მთავარი
ნაკლი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი იაფად არ გამოდის. აპლიკაციის უფასო
ვერსიით შექმნილ ვიდეოებს აპის ლოგო ედება ზედ. ამიტომ, თუკი მისი
პროფესიონალურ დონეზე გამოყენება გსურთ, თვეში 4.99$ უნდა
იხადოთ.
⇒ Splice
GoPro-ს შემქმნელებმა ეს
აპლიკაცია iOS-ის მომხმარებლებისთვის შექმნეს და მისი მოხმარება
უფასოდ შეგიძლია. ამ აპსაც ბევრი ფუნქცია აქვს, შეგიძლიათ დაჭრათ,
დაამუშაოთ ვიდეომასალა და გაუკეთოთ ეფექტები, ტიტრები, გადასვლები,
სათაური და მუსიკა.
აპს ორი ნაკლი აქვს, - iOS-ის მომხმარებლებს მასში „ლეიერებზე“
მუშაობის საშუალება არ აქვთ, Android-ის მოყვარულებისთვის კი
Splice-ის შემქმნელებს საერთოდ არ უფიქრიათ.
⇒ Quik
GoPro-ს კიდევ ერთი აპლიკაცია,
Quick Splice-ის გამარტივებული ვერსიაა, მაგრამ მისგან განსხვავებით
Android-ზეც არის ხელმიწასვდომი. აპლიკაცია ძალიან მოხერხებულია
მარტივი და სწრაფი მუშაობისთვის, არ აქვს ბევრი ფუნქცია, მაგრამ
სამაგიეროდ ბევრი რამის ავტომატურად შესრულება შეუძლია.
⇒ Adobe Premiere
Clip
ცნობილი გრაფიკული პროგრამების
ავტორებმა მობილურისთვისაც შექმნეს კარგი აპლიკაცია. Adobe Premiere
Clip-ის გამოყენება შეგიძლიათ როგორც კომპიუტერულ ვერსიასთან
ერთობლიობაში, ისე ცალკე, ვიდეოების მობილურშივე დასამონტაჟებლად.
აპლიკაციას აქვს ავტომატურად მუშაობის ფუნქცია იმ შემთხვევისთვის თუ
დრო არ გაქვთ ან მონტაჟი არ გეხერხებათ. ამავდროულად საკმაოდ
დახვეწილია პროფესიონალებისთვისაც. აპი უფასოა და ხელმისაწვდომი
iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის.

⇒ Magisto
აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის
მხარდაჭერით მუშაობს, ავტომატურად ქმნის ვიდეოებს წინასწარ
შემუშავებულ სტილზე მორგებით. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, იმ
მასალის შერჩევაა, რომლითაც ვიდეოს აწყობა გსურთ.
რა თქმა უნდა, ავტომატური მონტაჟით ყოველთვის ვერ ვიღებთ ზუსტად ისეთ
ვიდეოს, როგორიც გვინდოდა. ეს პროფესიონალებისთვის საკმაოდ დიდი
ნაკლია. მაგრამ Magisto ძალიან კარგია დამწყებთათვის. აპს აქვს უფასო
და ფასიანი ვერსია, ხელიმასწვდომია, როგორც Android-ის, ისე iOS-ის
მომხმარებლებისთვის.
⇒ iMovie
სპეციალურად iOS-ის
მომხმარებლისთვის შექმნილი აპლიკაცია სანიმუშო პროგრამაა
ვიდეოსამონტაჟო აპლიკაციებისთვის. iMovie ადვილად მოსახმარი და
ამავდორულად დახვეწილი პროგრამაა გამოცდილი თუ გამოუცდელი
ადამიანებისთვის. თანაც მომხმარებლებს საბაზისო ფუნქციებზე წვდომას
უფასოდ სთავაზობს.
⇒ PowerDirector
ეს აპლიკაცია iMovie-ის მსგავსია,
მაგრამ ექსკლუზიურად Android-ის მოყვარულებისთვისაა. აპს თითქმის
ყველა საჭირო ფუნქცია აქვს, შეგიძლიათ მოჭრათ კადრები, დაამუშავოთ,
გააკეთოთ გადასვლები და ა.შ. თუმცა, აქაც KineMaster-ის მსგავსად
ყოველთვიური გადასახადი მოგიწევთ, თუკი ვიდეოს მონტაჟი აპლიკაციის
ლოგოს (Watermark-ის) გარეშე გინდათ. PowerDirector-ის კიდევ ერთი
პლუსი ისაა, რომ კომფორტული მოსახმარია როგორც პროფესიონალი, ისე
მოყვარული ვიდეომემონტაჟეებისთვის.
⇒ LumaFusion
დაბოლოს, LumaFusion, - ალბათ
საუკეთესო აპლიკაცია, რომელშიც თითქმის ყველა იმ ფუნქციას ნახავთ,
რომელიც კომპიუტერულ სამონტაჟო პროგრამებს აქვთ. „ლეიერებად“ მუშაობა,
ეფექტები, ანიმაცია, ტექსტი და ბევრი სხვა რამ, რომელიც ვიდეოს
პროფესიონალურ დონეზე აგაწყობინებთ.
თუმცა, LumaFusion-საც აქვს ის ნაკლი, რაც ბევრ სხვა კარგ პროგრამას.
მის მოსახმარად 19.99 დოლარის გაღება მოგიწევთ.

წყარო: ijnet.org


იტურბიდე კვლავ განაგრძობს
კამერით მოგზაურობას, აქვს ახალი ფოტოები და გამოფენები, მაგრამ მასზე
საუბრის დაწყება ყოველთვის ინდიელი ქალის ფოტოთი იწყება. საპოტეკის
ტომის წევრის სურათით, თავზე შემოხვეული იგუანებით.

კრისტენ გრეში, რომელიც ახლა
ბოსტონში გრასიელას გამოფენის კურატორია და ფოტოგრაფთან მუშაობდა,
ჰყვება, რა არის იტურბიდეს შემო




რამდენიმე დღის წინ, აშშ -ში,
ომის ცნობილი ფოტორეპორტიორების 
ბიჭი ცოტა ხნის წინ დაღუპულიყო.
ლურჯი შარვალი და თეთრი ზედა ეცვა, იწვა ტალახში და თავში მიყენებული
ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. ხელში ისევ ჩაბღუჯული ჰქონდა
ზურგჩანთა.
„ტიმი იღებდა დახვრეტილ კედლებს,
ნახატებს ქუჩებში, მებრძოლთა მოხატულ სახეებს ახლო ხედიდან, იღებდა
გარემოს. მისთვის მთავარი კონტექსტი იყო. ბრძოლის შუაში მოხვდებოდა,
მაგრამ გვერდით გაიწევდა და ყველაფრის აღბეჭდვას უფრო ფართო ფოკუსით
ცდილბოდა, სადაც ჰუმანიზმისა და ომის არსი აღიქმებოდა“, - იხსენებს
მისი მეგობარი ფოტოგრაფი.
„ის ნიჭიერი, პროფესიონალი
ფოტოგრაფი იყო. მაგრამ ლიბერია კრისისთვის არ იყო უბრალო სამუშაო
ადგილი. მან ამ ხალხისთვის უზარმაზარი სამუშაო გასწია, თავად
ლიბერიამაც ჰონდროსის პროფესიონალიზმი და მისი ცხოვრება სულ სხვა
დონეზე აიყვანა.“
„ვფიქრობ, ფოტოების დადგმა
ძალიან გავრცელებულია. მინახავს ძალიან ცნობილ ფოტოგრაფებთანაც,
ძირითადად კონფლიქტის ან ბუნებრივი კატაკლიზმების არეალში. მინახავს
ფოტოგრაფები, რომლებიც დგამენ სცენას იმის გამო, რომ მოვლენის ადგილას
ძალიან გვიან მივიდნენ.
ბოლო წლებში ფოტომანიპულაციებს
ყურადღება სამართლიანად ექცევა. ამუშავებენ მედიისთვის ფოტოებს,
ცვლიან ელემენტებს, აშორებენ ან ამატებენ დეტალებს. რის გამოც ფოტო
რეალობას აღარ ასახავს.
ფოტოგრაფიის პრაქტიკაში
დასავლეთი დომინანტურია, ვესტერნული პროფესიაა, შეიძლება ითქვას.
ამიტომ თითქოს ამბებს ერთი კულტურული პერსპექტივიდან ვიგებთ.
ახალ ამბებში ფოტოს დადგმა
საერთოდ დაუშვებელია. ეს არის ფოტოები, რომლებიც მიიჩნევა, რომ აღწერს
რეალურ მოვლენებს, შემთხვევებს. პორტრეტი, მოდა და ნატურმორტი
თავისთავად იდგმება და ეს დამთვალიერებლისთვისაც თვალშისაცემია,
მისაღები.




- გამოსახულებისთვის, როგორც
ვთქვი, პროექტში განსხვავებულ ტექნიკას ვიყენებთ. რადგან ბრენდონი 50
მილიმეტრიანი ობიექტივით იღებდა ფოტოებს, ჩვენ მსგავსი
გამოსახულებისთვის ვიდეოებს 35 მმ-იანი ლინზით ვწერთ. ამის
გამო, ჩვენი მუშაობაც ცოტა განსხვავებულია. როცა სტანდარტულად იღებენ,
კამერა რესპონდენტისგან მოშორებით დგას, აპარატურა ამის საშუალებას
გაძლევს.

რეპორტიორი „გრიმ სლიფერის“
საქმეს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდა. შეაგროვა საქმესთან
დაკავშირებული მასალები და LA Weekly-ში საქმეს ვრცელი, დეტალური
სტატია მიუძღვნა, რომელშიც ასობით ქალის ინტერვიუ გამოიყენა.
ორგანიზაცია „ამერიკელი
ათეისტების“ დამფუძნებელი მადალინ ო’ჰაირი ვაჟსა და შვილიშვილთან
ერთად 1995 წელს გაუჩინარდა. მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს
თავად ო’ჰაირის სურვილით მოხდა.
ჟურნალისტმა მებელ ნორის
რისმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე სტატიების
გამოქვეყნება დაიწყო. ის ეჭვობდა, რომ შერიფი უილის მაკკოლი იყენებდა
თავის გავლენას და მომხდარის ჯესი დენილისთვის დაბრალებით, დანაშაულის
მიჩქმალვა სურდა. მებელ ნორის რისმა ჯესი დენიელსის დედასთან ერთად
გამოძიება დაიწყო, პარალელურად, პერიოდულად წერდა შტატში
მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებზე.
Patch.com-ის ჟურნალისტი ჯო ჰოუსი 2013
წელს ილინოისის შტატის მოსამართლემ ჯერალდ კინიმ წყაროების
გაუთქმელობის გამო 1000 დოლარით დააჯარიმა. პლუს ყოველდღე, სამი თვის
განმავლობაში, ვიდრე წყაროებს არ გათქვამდა, რეპორტიორს 300 დოლარის
გადახდა მოუწევდა, სამი თვის შემდეგ კი პატიმრობა.
ფრილანსერი ვიდეობლოგერი და რეპორტიორი
ჯოშუა ვოლფი 226 დღეს იხდიდა სასჯელს იმის გამო, რომ
სამართალდამცველებს არ გადასცა მასალები, რომლებშიც შესაძლო
კანონდარღვევა ჩანდა.
New York Times-ის კორესპონდენტს ჯუდით
მილერს 2005 წელს ციხეში რამდენიმე თვის გატარება მოუწია წყაროს
გაუთქმელობისთვის. მილერმა ორ ჟურნალისტთან ერთად ცენტრალური
სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი აგენტის ვალერია პლეიმის შესახებ
შეიტყო. ინფორმაცია მას მთავრობიდან მიაწოდეს.
NBC-თან აფილირებული გამოცემის WJAR-ის
გამომძიებელ ჟურნალისტს ჯიმ ტარიკანის 2004 წელს 6-თვიანი
შინაპატიმრობა წყაროს გაუთქმელობისთვის მიუსაჯეს.
2001 წელს ჟურნალისტმა ვანესა ლეგეტმა
168 დღე გაატარა ციხეში, მას შემდეგ, რაც უარი თქვა, წარედგინა თავისი
ჩანაწერები სასამართლოში, რომელიც 1997 წელს ტეხასში მომხდარ
მკვლელობას ეხებოდა.

„ჟურნალისტიკა პროფესია არაა, ეს
ხელობაა. არ გჭირდება კურსები, რომ გახდე ერთ-ერთი მათგანი. უბრალოდ
უნდა აკეთო ეს საქმე, ასეთი გზა გავიარე მეც. ასე რომ, არ დამიწყია
ეთიკის და მორალის სწავლა, New York Times-ის გაიდლაინების
დაზეპირება, ასეთი გამოცდილება არ მაქვს.

სილვას დიდი გამოცდილება აქვს. იღებდა
ფოტოებს ავღანეთის, ერაყის, ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და
სამხრეთ აფრიკის კონფლიქტებში.
1994-ში, სამხრეთ აფრიკაში, მაშინ როცა
ის დაჭრეს, მის გვერდით დაიღუპა „შეშლილთა კლუბის“ ერთ-ერთი წევრი კენ
ოსტერბროკი.













































მიწის
მარილი“ დოკუმენტური ფილმია ბრაზილიელ ფოტოგრაფ სებასტიო სალგადოზე.
აქ ვერ ნახავთ ცხელ წერტილებში გამოჩენილ პროფესიონალიზმს, არც
დინამიზმი ჩანს და თავგადასავალი. თუმცა, ცნობილი ფოტოგრაფის
ცხოვრებაში ნამდვილად გამოგზაურებთ. სებასტიო სალგადოს ობიექტივში
ძირითადად სიღარიბის, ჩაგვრისა და გარემოზე მიყენებული ზიანის კადრები
ხვდებოდა. მისი ფოტოები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთებსა თუ
ჟურნალებში. ამიტომ, უიმ უენდერსის დოკუმენტური კინო, რომელმაც ბევრ
კინოფესტივალზე მოიპოვა წარმატება, ფოტოჟურნალისტიკით დაინტერესებული
ადამიანებისთვის საინტერესო იქნება.


