ობიექტივის წამყვანი სირიელ მიგრანტებზე: "ეს არის გარეგანი კანის დაავადებები"
20.07.2016
გადაცემა „ღამის სტუდიაში“ სტუმარად მიწვეულმა დავით თარხან-მოურავმა ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, რასაც წამყვანის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, ტელეეთერი სიძულვილის ენისა და ჰომოფობიის ტრიბუნად იქნა გამოყენებული. მოგვიანებით კი, წამყვანი სტუმარს დაეთანხმა და უარყოფითად შეაფასა ჰომოსექსუალობის დაავადებების სიიდან ამოღება. სირიელი მიგრანტები კი, წამყვანმა გარეგან კანის დაავადებებს შეადარა.



თეგები : სიძულვილის ენა; სტიგმატიზება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ