ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights
Watch-მა 17 იანვარს 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი
100-მდე ქვეყანას ეხება, მათ შორის საქართველოს. საქართველოსთან
დაკავშირებით ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ თემებზე,
როგორიცაა: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სამართალდამცავთა
მხრიდან უფლებამოსილებების გადაჭარბებისა და მათი დაუსჯელობის
შემთხვევები, ნარკოპოლიტიკა, შრომითი უფლებები, სექსუალურ
ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული უფლებრივი
მდგომარეობა ქვეყანაში, მედიაპლურალიზმის შემცირების
საფრთხე და სამოქალაქო სექტორში არსებული მდგომარეობა.
აღნიშნული ანგარიში და მისი მიგნებები 17 იანვარს ერთ-ერთი მთავარი
თემა იყო ქართული მედიისთვის, თუმცა, არა ყველასთვის. საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ანგარიშს 1 წუთიანი
კადრ-სინქრონი მიუძღვნა. წამყვანმა მხოლოდ ის თქვა, რომ ანგარიში
გამოქვეყნდა და ჩამოთვალა ის საკითხები, რაზეც ორგანიზაცია ამახვილებს
ყურადღებას. ასევე კადრ-სინქრონით მოუთხრო მაყურებელს ანგარიშის
შესახებ ტელეკომპანია პირველმა. "იმედის" მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში კი Human Rights Watch-ის ანგარიში საერთოდ არ
მოხვდა.
სანაცვლოდ, „ქრონიკამ“ 6-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა მეორე
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ფრიდომ ჰაუსის” კვლევების
მიმართულების ხელმძღვანელის ნეით შენკანის ინტერვიუს იმის შესახებ,
რომ საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშეა. სტატია „საქართველოს დემოკრატია გამოწვევის
წინაშე“ ამერიკის ხმამ 16 იანვარს გამოაქვეყნა. სიუჟეტის მთავარი
აქცენტი იყო ის, რომ „მმართველი გუნდი“ შენკანს მიზანმიმართული
დეზინფორმაციის განცხადებაში ადანაშაულებს. გაიხსენეს ფრიდომ ჰაუსის
გასულ წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც, რომლის გამოც, მათი თქმით,
ორგანიზაციას ბოდიშის მოხდა მოუხდა და დასძინეს, რომ სავარაუდოდ,
ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ატარებს ნეგატიურ
ნარატივს.

             ![მარიამ უბერი, იურისტი
2025 წლის 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის
ძალამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი
ცვლილებები დაარეგისტრირა. 19 მარტს მეორე
მოსმენით მიღებული ცვლილებები 
განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზნად ისახავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების არეალის
გაფართოვებას, მაუწყებლის სტანდარტების ბრიტანული მოდელის
საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას და ხელს უწყობს მედია
პლურალიზმს. 
სინამდვილეში კი, ეს ინიციატივა გარე
დაფინანსების აკრძალვით სარედაქციო დამოუკიდებლობას ამცირებს, ზღუდავს
მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის როლს და ზრდის ადმინისტრაციულ
კონტროლს მაუწყებლობის შინაარსსზე. ამასთან, ზღუდავს გამოხატვის
თავისუფლებას „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ საბაბით. დაბოლოს,
არსებული ცვლილებები არ შეესაბამება გაცხადებულ ბრიტანულ სამაუწყებლო
მოდელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო
სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს.
„უცხოური
ძალა“
კანონპროექტი ე.წ. „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი და
არაპირდაპირი დაფინანსების მიღების აკრძალვას. ამასთანავე, აკრძალულია
„უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და
პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი
დაფინანსება ან თანადაფინანსება[1]. ეს ცვლილება
ასევე მოიაზრებს ტექნიკის გადაცემის, ტრეინინგების, მედიის
განვითარების პროგრამებსა და სხვა დაფინანსების აკრძალვასაც.
გამონაკლისია, მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის,
ტელეშოპინგის, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის
(საქონლის/მომსახურების) განთავსებისათვის.
„უცხოურ ძალაში“ კი იგულისხმება: უცხოეთის მთავრობების
წარმომადგენლები, უცხოეთის მოქალაქეები, იურიდიული პირები და სხვა
ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არ არიან დაფუძნებულები,
როგორებიცაა: ფონდები, ასოციაციები, კომპანიები, ქსელები ან
გაერთიანებები და რომლებიც უცხოური იურისდიქციის ან საერთაშორისო
სამართლის საფუძველზე შეიქმნენ. გარდა ამისა, ცვლილებების პროექტი
მაუწყებელს უკრძალავს რაიმე „პირდაპირი ან ირიბი დაფინანსების“
მიღებას სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ. 
-------------------------------------------------------------------[1] გარდა
კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა.
მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის
როლის შეზღუდვა
შემოთავაზებული ცვლილებებით, იზრდება
კომუნიკაციების კომისიის როლი მაუწყებლობის შინაარსთან დაკავშირებით.
მოქმედი რედაქციით, საჩივრის განხილვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება,
სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,
მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება
ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის
ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე
არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები თვითრეგულირების
მექანიზს ეკუთვნოდა. ცვლილებების მიღების შემდეგ კი ეს
საკითხები კომისიის განსასჯელი გახდება. 
ასევე, ზემოთ მოყვანილი ნორმების დარღვევისთვის მაუწყებლებს
პასუხისმგებლობა მათ მიერ სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის ისეთ
საშუალებებზე გაზიარებისთვისაც დაეკისრებათ, როგორიცაა: ინტერნეტ
მედია, აპლიკაცია ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების
პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში[2]. ამ
ცვლილებების მიზანი, თვითრეგულირების უფლების წართმევა და მაუწყებლის
დასჯის შესაძლებლობის გაზრდაა. 
-------------------------------------------------------------------
[2] არჩილ გორდულაძე:‘‘ინტერნეტ
მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი,
რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად
ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და
ინტერნეტჰოსტინგს მარიამ უბერი, იურისტი

ინტერნეტჰოსტინგს](https://cdn.gweb.ge/buffer/1001663/pictures/category/e3f46bc56b9e50eed9d04305e81e5f06.jpg) 