27 თებერვალს ონლაინგამოცემა faqtebi.ge-მ გამოაქვეყნა მასალა სათაურით - “სალომე
ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის
ტერიტორიის გადაცემას - თენგიზ ომანაძე”. გამოქვეყნებული ტექსტი
პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ
ომანაძის ინტერპრეტაციას ეყრდნობა და არა რაიმე კონკრეტულ
ფაქტს.  
faqtebi.ge-ზე დაყრდნობით,
იგივე მასალა გამოაქვეყნეს alia.ge-მ, infonews.ge-მ   და news.coa.ge-მ.
პრეზიდენტების სალომე ზურაბიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა 27
თებერვალს შედგა. როგორც ომანაძე წერს, ამ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ
პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის
საზღვრის დელიმიტაციაზე ისაუბრეს. “ეს ნიშნავს, რომ სალომე
ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის
ტერიტორიის გადაცემას, რადგან ამ დრომდე, საზღვრის დემილიტაციის
პროცესის ერთადერთი შემაფერხებელი იყოს სწორედ ის, რომ აზერბაიჯანული
მხარე აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს უდაბნოს სრულ ტერიტორიაზე,
ხოლო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ქართული
მხარე დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის პირობებს”, -ასეთ დასკვნას
აკეთებს თენგიზ ომანაძე.
მისივე შეფასებით, ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ერთპიროვნული
გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა და ის “მიღებული არის გარკვეული
კულუარული პროცესების შედეგად”: “მთავრობა გეგმავს, რომ სალომე
ზურაბიშვილის ხელით გააკეთოს და მისი პასუხისმგებლობის საგნად აქციოს,
ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება“.
♦    რა თქვა სალომე
ზურაბიშვილმა?
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანს ოფიციალური
ვიზიტით 27-28 თებერვალს სტუმრობდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ
ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე
პრეზიდენტმა განაცხადა:
“ვისაუბრეთ, რომ ტურიზმი უნდა გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის და ის
ციფრული ნიშნული რაც მიღწეული არის, არ არის საკმარისი. უნდა მიიღოს
სხვა მასშტაბი ამ ტურიზმის განვითარებამ, ორ ქვეყანას შორის, როგორც
გარედან მოსული ტურისტებისთვის, რომ ეს სივრცე გაიხსნას… ამ კუთხით,
მაგრამ, არა მხოლოდ ამ კუთხით, ასევე ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე,
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადემილიტაციო კომისიას
მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა და მივიყვანოთ ეს მუშაობა
ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც
უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი…
მაგრამ ნორმალური არის, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული
ურთიერთობების, ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს, ამდენი წლის
შემდეგ”.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან
დაკავშირებით, პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე სხვა განცხადება არ
გაუკეთებია. საკითხთან მიმართებით, დამატებითი ინფორმაცია არც
პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუვრცელებია. შესაბამისად, მხოლოდ
აღნიშნულზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ ზურაბიშვილი
აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას დასთანხმდა,
ცალსახად არასწორი და სახიფათოა.
კონკრეტული გამოცემის მიერ ცალკეული პოლიტიკოსის პირადი შეფასების
უაპელაციო გავრცელება და საზოგადოებამდე მსგავსი მნიშვნელობის მქონე
საკითხის არასწორი კონტექსტით მიტანა, ორმხრივად სახიფათოა. ეს
საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ისედაც არსებული სტერეოტიპული
დამოკიდებულებების გაღრმავებას უწყობს ხელს და მეგობარი
სახელმწიფოსადმი და კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისადმი ნეგატიური
დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ახალისებს.
ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში 233 ათასამდე ეთნიკურად
აზერბაიჯანელი ცხოვრობს, აზერბაიჯანში კი - 10 000-მდე ეთნიკურად
ქართველი.
♦  საქართველო-აზერბაიჯანის
საზღვარი
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია ბოლომდე
დასრულებული არ არის. ამ დრომდე საზღვრის მხოლოდ 65 %-ია შეთანხმებული
(300 კმ). შეუთანხმებელია საზღვრის ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის
სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.

             ![მარიამ უბერი, იურისტი
2025 წლის 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის
ძალამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი
ცვლილებები დაარეგისტრირა. 19 მარტს მეორე
მოსმენით მიღებული ცვლილებები 
განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზნად ისახავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების არეალის
გაფართოვებას, მაუწყებლის სტანდარტების ბრიტანული მოდელის
საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას და ხელს უწყობს მედია
პლურალიზმს. 
სინამდვილეში კი, ეს ინიციატივა გარე
დაფინანსების აკრძალვით სარედაქციო დამოუკიდებლობას ამცირებს, ზღუდავს
მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის როლს და ზრდის ადმინისტრაციულ
კონტროლს მაუწყებლობის შინაარსსზე. ამასთან, ზღუდავს გამოხატვის
თავისუფლებას „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ საბაბით. დაბოლოს,
არსებული ცვლილებები არ შეესაბამება გაცხადებულ ბრიტანულ სამაუწყებლო
მოდელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო
სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს.
„უცხოური
ძალა“
კანონპროექტი ე.წ. „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი და
არაპირდაპირი დაფინანსების მიღების აკრძალვას. ამასთანავე, აკრძალულია
„უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და
პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი
დაფინანსება ან თანადაფინანსება[1]. ეს ცვლილება
ასევე მოიაზრებს ტექნიკის გადაცემის, ტრეინინგების, მედიის
განვითარების პროგრამებსა და სხვა დაფინანსების აკრძალვასაც.
გამონაკლისია, მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის,
ტელეშოპინგის, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის
(საქონლის/მომსახურების) განთავსებისათვის.
„უცხოურ ძალაში“ კი იგულისხმება: უცხოეთის მთავრობების
წარმომადგენლები, უცხოეთის მოქალაქეები, იურიდიული პირები და სხვა
ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არ არიან დაფუძნებულები,
როგორებიცაა: ფონდები, ასოციაციები, კომპანიები, ქსელები ან
გაერთიანებები და რომლებიც უცხოური იურისდიქციის ან საერთაშორისო
სამართლის საფუძველზე შეიქმნენ. გარდა ამისა, ცვლილებების პროექტი
მაუწყებელს უკრძალავს რაიმე „პირდაპირი ან ირიბი დაფინანსების“
მიღებას სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ. 
-------------------------------------------------------------------[1] გარდა
კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა.
მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის
როლის შეზღუდვა
შემოთავაზებული ცვლილებებით, იზრდება
კომუნიკაციების კომისიის როლი მაუწყებლობის შინაარსთან დაკავშირებით.
მოქმედი რედაქციით, საჩივრის განხილვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება,
სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,
მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება
ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის
ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე
არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები თვითრეგულირების
მექანიზს ეკუთვნოდა. ცვლილებების მიღების შემდეგ კი ეს
საკითხები კომისიის განსასჯელი გახდება. 
ასევე, ზემოთ მოყვანილი ნორმების დარღვევისთვის მაუწყებლებს
პასუხისმგებლობა მათ მიერ სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის ისეთ
საშუალებებზე გაზიარებისთვისაც დაეკისრებათ, როგორიცაა: ინტერნეტ
მედია, აპლიკაცია ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების
პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში[2]. ამ
ცვლილებების მიზანი, თვითრეგულირების უფლების წართმევა და მაუწყებლის
დასჯის შესაძლებლობის გაზრდაა. 
-------------------------------------------------------------------
[2] არჩილ გორდულაძე:‘‘ინტერნეტ
მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი,
რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად
ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და
ინტერნეტჰოსტინგს მარიამ უბერი, იურისტი

ინტერნეტჰოსტინგს](https://cdn.gweb.ge/buffer/1001663/pictures/category/e3f46bc56b9e50eed9d04305e81e5f06.jpg) 