11.05.2020                    
        
                12:00 საათიან გამოშვებაში, ჟურნალისტი დეტალურად მოყვა როგორ ცდილობდა არასრულწოვანი თავის მოკვლას. ეთერში გავიდა არასრულწლოვნის დედის კომენტარიც, სადაც იგი სუიციდის მცედლობის დეტლებზე საუბრობდა. გარდა ამისა, ამბის გაშუქებისას, არასრულწლოვნის დედისა და ბებიის პირდაპირი იდენტიფიცირებით, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდა.
მომხდარის შესახებ მასალა “მთავარი არხის” ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. სტატიაში, ისევე როგორც 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ მასალაში, ირიბად იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელიც სავარაუდო მსხვერპლია და რომელმაც სუიციდი სცადა. გარდა ამისა, "მთავარმა არხმა" სუიციდის მცდელობის მეთოდი, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში, ჯერ სათაურში მიუთითა, გარკვეული დროის შემდეგ კი სათაური ჩაასწორა. (აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტოასლებს, ისევე როგორც მასალების ბმულებს, "მედიაჩეკერი" შეგნებულად არ ურთავს მასალას, რათა ხელი არ შეეწყოს მეთოდების გასაჯაროებას. რედ)
“მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული სუიციდის გაშუქების დილემებზე. თვითმკვლელობის მცდელობის ცალკეული შემთხვევების გაშუქებისას მედიას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რისკები განსაკუთრებულად დიდია, თუ საქმე არასრულწლოვანს ეხება.
“სუიციდის შემთხვევების არაკვალიფიციური გაშუქების დროს, იზრდება რისკი, განსაკუთრებით, მოზარდების შემთხვევაში, რომ შეიძლება ეს იყო განმეორებული და ამას მოჰყვეს შემთხვევების ციკლი.... ძალიან სარისკოა უშუალოდ თვითმკვლელობის იარაღზე თუ შესაძლებლობებზე ლაპარაკი, იმ ადგილის ჩვენება, სადაც შემთხვევა მოხდა” - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ნათქვამია, რომ “მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდები. აღნიშნული მეთოდების გადაცემა იმ შემთხვევებშიც კი, როცა ეს რედაქციულად დასაბუთებულია ან გამართლებულია კონტექსტით, უნდა მოხდეს მხოლოდ ვერბალური სახით" (მუხლი 55).
თავად ფაქტი, სამართალდამცველის შესაძლო ძლადობა არასრულწლოვანზე, ცხადია, მაღალი საჯარო ინტერესის საგანია და მედიას უნდა გაეშუქებინა, მაგრამ, ამ შემთხვევაში გაუგებარია რა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდა დეტალურ აღწერას, სად და რა გზებით ცდილობდა არასრულწლოვანი სუიციდს.
სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებშიც, რომელიც ქარტიის მიერ არის მომზადებული, განმარტებულია, რომ "სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს".

             ![მარიამ უბერი, იურისტი
2025 წლის 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის
ძალამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი
ცვლილებები დაარეგისტრირა. 19 მარტს მეორე
მოსმენით მიღებული ცვლილებები 
განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზნად ისახავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების არეალის
გაფართოვებას, მაუწყებლის სტანდარტების ბრიტანული მოდელის
საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას და ხელს უწყობს მედია
პლურალიზმს. 
სინამდვილეში კი, ეს ინიციატივა გარე
დაფინანსების აკრძალვით სარედაქციო დამოუკიდებლობას ამცირებს, ზღუდავს
მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის როლს და ზრდის ადმინისტრაციულ
კონტროლს მაუწყებლობის შინაარსსზე. ამასთან, ზღუდავს გამოხატვის
თავისუფლებას „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ საბაბით. დაბოლოს,
არსებული ცვლილებები არ შეესაბამება გაცხადებულ ბრიტანულ სამაუწყებლო
მოდელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო
სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს.
„უცხოური
ძალა“
კანონპროექტი ე.წ. „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი და
არაპირდაპირი დაფინანსების მიღების აკრძალვას. ამასთანავე, აკრძალულია
„უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და
პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი
დაფინანსება ან თანადაფინანსება[1]. ეს ცვლილება
ასევე მოიაზრებს ტექნიკის გადაცემის, ტრეინინგების, მედიის
განვითარების პროგრამებსა და სხვა დაფინანსების აკრძალვასაც.
გამონაკლისია, მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის,
ტელეშოპინგის, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის
(საქონლის/მომსახურების) განთავსებისათვის.
„უცხოურ ძალაში“ კი იგულისხმება: უცხოეთის მთავრობების
წარმომადგენლები, უცხოეთის მოქალაქეები, იურიდიული პირები და სხვა
ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არ არიან დაფუძნებულები,
როგორებიცაა: ფონდები, ასოციაციები, კომპანიები, ქსელები ან
გაერთიანებები და რომლებიც უცხოური იურისდიქციის ან საერთაშორისო
სამართლის საფუძველზე შეიქმნენ. გარდა ამისა, ცვლილებების პროექტი
მაუწყებელს უკრძალავს რაიმე „პირდაპირი ან ირიბი დაფინანსების“
მიღებას სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ. 
-------------------------------------------------------------------[1] გარდა
კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა.
მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის
როლის შეზღუდვა
შემოთავაზებული ცვლილებებით, იზრდება
კომუნიკაციების კომისიის როლი მაუწყებლობის შინაარსთან დაკავშირებით.
მოქმედი რედაქციით, საჩივრის განხილვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება,
სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,
მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება
ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის
ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე
არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები თვითრეგულირების
მექანიზს ეკუთვნოდა. ცვლილებების მიღების შემდეგ კი ეს
საკითხები კომისიის განსასჯელი გახდება. 
ასევე, ზემოთ მოყვანილი ნორმების დარღვევისთვის მაუწყებლებს
პასუხისმგებლობა მათ მიერ სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის ისეთ
საშუალებებზე გაზიარებისთვისაც დაეკისრებათ, როგორიცაა: ინტერნეტ
მედია, აპლიკაცია ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების
პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში[2]. ამ
ცვლილებების მიზანი, თვითრეგულირების უფლების წართმევა და მაუწყებლის
დასჯის შესაძლებლობის გაზრდაა. 
-------------------------------------------------------------------
[2] არჩილ გორდულაძე:‘‘ინტერნეტ
მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი,
რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად
ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და
ინტერნეტჰოსტინგს მარიამ უბერი, იურისტი

ინტერნეტჰოსტინგს](https://cdn.gweb.ge/buffer/1001663/pictures/category/e3f46bc56b9e50eed9d04305e81e5f06.jpg) 