2025 წელს ტელევიზიებმა 99.2 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. analytics.comcom.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი ნაწილი - 78.48% ოთხ სამთავრობო არხზე მოდის. მათგან კი ყველაზე მეტი - 45 044 153 ლარი (45.4%) „იმედმა“ მიიღო.
Analytics.comcom.
ge-ის მიხედვით, 2025 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავალი 59-მა
ტელემაუწყებელმა მიიღო.
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ორმა ტელევიზიამ 2025 წელს, ჯამში 10 585 573 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო. „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ ჯამური სარეკლამო შემოსავალი მაგალითად, 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელემაუწყებლების მიერ გასულ წელს მიღებული შემოსავალი - 99.2 მილიონი ლარი 2024 წელთან შედარებით 43%-ით არის გაზრდილი.
2024 წელთან შედარებით გასულ წელს ყველაზე მეტად
„ჯი-დი-ესის“, „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის კომერციული სარეკლამო
შემოსავლები გაიზარდა. მაგალითად, „ჯი-დი-ესის“ შემოსავალი ბოლო წელს
4 115 716 ლარით გაიზარდა, „იმედის“ - 20 242 055 ლარით, „რუსთავი
2“-მა კი 8 342 726 ლარით მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო.
რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2025 წელს მიღებული
სარეკლამო შემოსავალი 8.9%-ით შემცირდა და 7.6 მილიონი ლარი
შეადგინა.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

