„უცნობი“ „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა
02.07.2026

 

გია გაჩეჩილაძე, მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ ყოფილ მფლობელთან, ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა. მანამდე გია გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.



წილების გადაცემის შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა ტელეკომპანიაში რაიმე სახის ცვლილება - ამ კითხვებზე საპასუხოდ გია გაჩეჩილაძესთან დაკავშირებას რედაქცია დილიდან უშედეგოდ ცდილობს. „მაესტროს“ დირექტორმა, ზურა ნაყეურმა კი გვითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

ბოლო ცვლილებით, შპს „სტუდია მაესტროს“ წილები ასე ნაწილდება:

გიორგი გაჩეჩილაძე - 80%; მამუკა ღლონტი - 15%; ეკატერინე აკობია - 5%; კომპანიის დირექტორი კი ზურაბ ნაყეურია. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ