ონლაინ მედიასაშუალება On.ge საინფორმაციო სააგენტო BMG-ის
საკუთრებაში გადავიდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე
უკვე აისახა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ახლა შპს „ონ.ჯის“
19.25%-იანი წილი „ბი ემ ჯის“ ეკუთვნის, 80.75%-იანი წილი კი - შპს
„ომედია მედიას“, რომელიც ასევე BMG-ის საკუთრება
გახდა.
„ბი ემ ჯიმ“ იყიდა შპს „ფორმულა ფროდაქშენისა“ და ნინო ტეფნაძის კუთვნილებაში არსებული „ონ.ჯი“-ს 14.25%-იან და 5%-იან წილები და „ომედია მედიას“ 50-50%-იანი წილები ნოდარ დავითურისა და გიორგი ჯიბლაძისგან.
შპს „ბი ემ ჯი“-ს დირექტორი და 66%-იანი წილის მფლობელი ანნა ლაპიაშვილია, კომპანიის 34%-იან წილს კი ეკატერინე ბაშარული ფლობს. ლაპიაშვილი გახდა „ომედია მედიას“ დირექტორიც.
სუბიექტების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციიისთვის საჯარო რეესტრს განცხადებებით 6 ივლისს მიმართეს. „ომედია მედიას“ მონაცემებში ცვლილებები გუშინ აისახა, on.ge-ს მონაცემებში კი - დღეს.

