Facebook-ი მედიის დასახმარებლად 100 მლნ აშშ დოლარს გაიღებს
31.03.2020

კორონავირუსის გამო მედიაში შექმნილი კრიზისის შესამსუბუქებლად კომპანია Facebook-ი 100 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ამ თანხიდან, 25 მილიონი გაიცემა გადაუდებელი დახმარების საგრანტო დაფინანსების სახით ლოკალური მედიებისთვის, 75 მილიონი კი დაიხარჯება მარკეტინგში კრიზისის გაშუქებისას ჟურნალისტებისა და საინფორმაციო ორგანიზაციების მხარდასაჭერად.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის ჟურნალისტები ახლა რთულ პირობებში მუშაობენ. ახალი ამბების ბევრი ორგანიზაცია დაავადების გავრცელების გამო გამოწვეულ ეკონომიკურ კოლაფსს ებრძვის. ადგილობრივი ამბები განსაკუთრებული დარტყმის ქვეშაა.

ასე რომ, ჩვენ გამოვყოფთ 25 მილიონ აშშ დოლარს გადაუდებელი დახმარების საგრანტო დაფინანსებისთვის Facebook ჟურნალისტიკის პროექტის საშუალებით, ასევე 75 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება მარკეტინგში კრიზისის გაშუქებისას ჟურნალისტებისა და საინფორმაციო ორგანიზაციების მხარდასაჭერად.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ახალი სასწრაფო დახმარების პროგრამა, ახალი ამბებისa და განსაკუთრებით ადგილობრივი ახალი ამბების მხარდასაჭერად ჯამში 300 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს.

ვიმედოვნებთ, რომ ამ პერიოდში ეს დაეხმარება ბევრ ჟურნალისტს გააგრძელოს საქმიანობა ჩვენი ინფორმირების მიზნით“, - წერს Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ