11.11.2015
რევანში თუ უბედური შემთხვევა?

ოფიციალური ვერსიით ხანძრის გაჩენის მიზეზი მიგრანტების მიერ ღია გაზის ქურების და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დაუდევარი გამოყენებაა.
ეიფელის კოშკი ტერორისტული აქტების გამო ჩაბნელდა?
სოციალურ ქსელებში ასევე
აქტიურად ვრცელდებოდა ჩაბნელებული ეიფელის კოშკის ფოტო.
ინტერნეტმომხმარებელების ნაწილის მოსაზრებით, კოშკის ჩაქრობა
ტერორისტულმა შეტევამ გამოიწვია, მეორე ნაწილი კი, ამტკიცებდა, რომ
მთავრობამ კოშკის განათება გარდაცვლილთა პატივის მისაგებად გამორთო.
სინამდვილეში, ეიფელის კოშკი ყოველ ღამე 01:00-ზე ითიშება, ხოლო
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, სადაც სწორედ განათების
ჩაქრობაა აღბეჭდილი, გამოცემა Sky News-მა გასული წლის იანვარში
გადაიღო.Bataclan-ის კონცერტის ფოტო?
ფოტო, რომელსაც სოციალურ
ქსელებში 1500 გაზიარება აქვს და სადაც როკ ჯგუფის Eagles of Death
Metal -ის სოლიტები და სავსე საკონცერტო დარბაზია გამოსახული,
სინამდვილეში Bataclan-ში არაა გადაღებული. არადა, პარიზის ტერაქტის
შემდეგ სოციალური ქსელებითა და მედიით ფოტო სწორედ ისე ვრცელდებოდა,
როგორც იმ კონცერტზე გადაღებული, რომლის დროსაც შეტევა მოხდა.სინადვილეში, Google-ში ფოტოძებნით მარტივად დგინდება, რომ ეს ფოტა წინა დღით დუბლინში ჩატარებული კონცერტის დროსაა გადაღებული.
დონალდ ტრამპი და ტვიტერი

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ტრამპის ეს განცხადება პარიზში ახლადგანვითარებულ მოვლენებს მიაწერეს, მათ შორის შტატებში საფრანგეთის ელჩიც იყო, რომელმაც პოლიკიტოსს არაადამიანურობაში დასდო ბრალი. მოგვინებით, ელჩმა ტვიტერის გვერდი გააუქმა.
სინამდვილეში ტრამპი ამ ტერაქტებთან დაკავშირებით დიპლომატიური მესიჯით შემოიფარგლა და მან ხალხს საფრანგეთისათვის ლოცვისკენ მოუწოდა.
http://observers.france24.com/en/20151114-debunked-fake-images-paris-attacks-photos

