ვინ იყო ბრენტ რენო და რა ვითარებაში მოკლეს რუსმა სამხედროებმა
13.03.2022
კიევის რეგიონში, ქალაქ ირპინში რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი და არაერთი ჯილდოს მფლობელი კინორეჟისორი - ბრენტ რენო მოკლეს და 2 ამერიკელი რეპორტიორი დაჭრეს.


ჟურნალისტის დაღუპვის დეტალები

ბრენტ რენოს და ორ ამერიკელ ჟურნალისტს რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი უკრაინის ქალაქ ირპინთან 13 მარტს გაუხსნეს. 
  • უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ ტელეგრამზე გავრცელა საავადმყოფოში გადაღებული ვიდეო, სადაც რენოსთან ერთად მყოფი ერთ-ერთი გადარჩენილი რეპორტიორი მომხდარს იხსენებს.
  • ის ჰყვება, რომ ირპინში ლტოლვილების გადასაღებად მიდოდნენ, როდესაც უცნობმა ხიდამდე მიყვანა შესთავაზათ და მანქანაში ჩაუსხდნენ:
  • „მეორე ხიდთან სროლა დაგვიწყეს. მძღოლმა მანქანა მოატრიალა, მათ სროლა განაგრძეს.
  • ტელეგრამზე გავრცელდა ვიდეოც, სადაც უკრაინელი ჯარისკაცი რენოს ცხედართან ყვება, რომ ჟურნალისტს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.


განახლება 23:36 - თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკიტხებში, ჯეიკ სალივანი CBS-თან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ს მხარეს ექნება კონსულტაციები უკრაინასთან, რათა გაარკვიოს დაღუპვის ვითარება და "შესაბამისად იმოქმედოს".




ვინ იყო ბრენტ რენო?


50 წლის ბრენტ რენო არაერთი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი კინორეჟისორი იყო.
  • ბრენტ რენო და მისი ძმა კრეიგი მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან ჰუმანური ისტორიების მოყოლით გახდნენ ცნობილი.
  • მათ დააარსეს Little Rock Film Festival და Arkansas Motion Picture Institute.
  • რენოს უთანამშრომლია ისეთ ცნობილ და გავლენიან ორგანიზაციებთან, როგორიცაა HBO, NBC და The New York Times.
  • ძმები მუშაობდნენ როგორც ფილმებზე, ისე სატელევიზიო პროექტებზე, ცხელ წერტილებში მსოფლიოს გარშემო. ბოლო ათწლეულში ძმებმა გააშუქეს ომები ერაყსა და ავღანეთში, მიწისძვრა ჰაიტიზე, ნარკოდანაშაულის ჯგუფების დაპირისპირება მექსიკაში, ჰატის მიწისძვრა, პოლიტიკურ არეულობა ეგვიპტესა და ლიბიაში, ექსტრემიზმი აფრიკაში და ა.შ.
  • რენოს ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს მოგებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის Peabody Award, ორი Columbia DuPont Awards, ორი უცხოური პრესკლუბის ჯილდო, Edward R. Murrow Award, IDA Award, DGA ნომინაცია საუკეთესო რეჟისორებისთვის და მრავალი Emmy-ის ნომინაციები.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ