MDF-ის დაკვირვებით, 2019 წელს სულ 1918 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, მათი უმეტესობა - 1214 კი ჰომოფობიური შინაარსის იყო. აღსანიშნავია, რომ სიძულვილის ენის შემცველი ყველაზე მეტი - 646 კომენტარი მედიასაშულებებმა გააკეთეს.

“ჰომოფობიური განცხადებების უმრავლესობა ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას (275); რომ ჰომოსექსუალობა გადახრა, ცოდვა და გარყვნილებაა (209); ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება გარყვნილების პროპაგანდად და უმრავლესობის უფლებების ხელყოფად იყო წარმოდგენილი (196). ისმოდა თემის წარმომადგენლებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებები (188), ასევე ხდებოდა ინდივიდუალური სექსუალური ორიენტაციის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა (106).
ჰომოფობიურ განცხადებებს, რაოდენობრივად ქსენოფობიური კომენტარები მოსდევს. MDF-ის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2019 წელს 538 ქსენოფობიური შინაარსის გზავნილი გავრცელდა, მათგან ყველაზე დიდი წილი - 277 ანტიმიგრანტული შინაარსის კომენტარებზე მოდიოდა, 136 კი თურქოფობიური განცხადებებზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 65 განცხადება გავრცელდა, რომლებიც, ძირითადად, დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა და ამკვიდრებდა აზრს, რომ აზერბაიჯანი ქართული ტერიტორიის მიტაცებას, ოკუპაციას ცდილობს. 41 კო- 12 მენტარი არმენოფობიური ხასიათის იყო და მეტწილად პოლიტიკოსების და ცალკეული პირების სომხური გვარით ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებას უკავშირდებოდა. სხვადასხვა ეთნოსების წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები (19) ამ ჯგუფებს სეპარატიზმისა და ტერიტორიების დაკარგვის საფრთხესთან აკავშირებდა, ასევე ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების თანამდებობაზე დანიშვნას მიუღებლად მიიჩნევდა.
რაც შეეხება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულ განცხადებებს, მონიტორინგის მიხედვით, მათი უმეტესობა ისლამოფობიური შინაარსის იყო, რასაც იეჰოვას მოწმეების (9) და არამართლმადიდებლური კონფესიების წინააღმდეგ (8) გაკეთებული კომენტარები მოსდევდა. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულ კონტექსტში იყო მოხსენიებული ევანგელურ – ბაპტისტული (5) და კათოლიკური (5) ეკლესიები. ერთი განცხადება იუდეველთა, ერთი კი სხვადასხვა სექტების წარმომადგენლების წინააღმდეგ გაკეთდა.
MDF-ის მონიტორინგის მიხედვით, სხვადასხვა მოტივით სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებიდან (84) ყველაზე მეტი შემთხვევა ინდივიდუალური შუღლის გაღვივებასა და ძალადობის წამახალისებელ კომენტარებზე (38) მოდის. 27 განც- 15 ხადება ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეხებოდათ. სიძულვილის ენის შემცველი 7 კომენტარი „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მისამართით გაკეთდა. თითქმის თანაბარი იყო ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ (4) და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ (5) მისამართით გაკეთებული კომენტარები.
რაც შეეხება რასისტული შინაარსის განცხადებებს, ექვსიდან სამი თანაბრად გაიყო მედიის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სასულირო პირებს შორის, ხოლო დანარჩენი სამი საზოგადოების წარმომდგენლებმა გააკეთეს.

MDF-ის კვლევა 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედია
მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მედია მონიტორინგის ფარგლებში
დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე –
პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა
და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა
უფრო კონკრეტულად, მედიამონიტორები აკვირდებოდნენ 4 ტელევიზიის
საზოგადოებრივი მაუწყებლის, “იმედის”, “რუსთავი 2-ისა” (შემდგომში
“მთავარის”) და “ობიექტივის” პრაიმ თაიმის ყოველდღიურ საინფორმაციო და
კვირის ანალიტიკურ გამოშვებებს; 5 ტელევიზიის , “იმედის”, “რუსთავი
2-ის” (შემდგომში “მთავარის”), “ობიექტივის” და “კავკასიის”
ტოქშოუებს; 6 ონლაინ გამოცემას - “საქინფორმი”, “ნეტგაზეთი”,
“ინტერპრესნიუსი”, “საქართველო და მსოფლიო”, PIA და “მარშალპრესი”.
ასევე, 4 გაზეთს - “რეზონანსი”, “კვირის პალიტრა”, “ასავალ-დასავალი”,
“ალია”.








საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს” მედია პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ
მუქარა, უშუალოდ მედიის დახურვასთან დაკავშირებით და მისი
დამფუძნებლის წინააღმდეგ, ძალიან საგანგაშო და საფრთხილოა: “მეორე
აქციის დროს გაჟღერებული ღია მუქარები, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში
გამოიწვევდა ხელისუფლების მყისიერ რეაგირებას - საჯაროდ დაგმობას
მსგავსი ქმედების და შესაბამის რეაგირებას მუქარისა და მედიის
საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასთან დაკავშირებით”.
ნათია კაპანაძე სათემო რადიოს
განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ
აღნიშნული ფაქტი საგამოძიებო უწყებების მხრიდან განსაკუთრებულ
ყურადღებას და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს: “ამ შემთხვევაში, პანკისის
და რეგიონების შემთხვევები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგანაც,
ხშირ შემთხვევაში, საზღვრისპირა რეგიონები ან რეგიონები, სადაც თემის
განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხელისუფლების განსაკუთრებულ
ყურადღებას მოითხოვს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ თუკი ხელისუფლება არ
იქნება ეფექტური, ვერ განახორციელებს ობიექტურ მმართველობას, ეს
გაზრდის უნდობლობას და იმ ეჭვებს, რომლებიც დღეისთვის გვაქვს”.
სულხან სალაძე აქვე აკონკრეტებს,
რომ გამოძება რომც დაიწყოს, მხოლოდ დაწყება არაფერს ნიშნავს, თუ
შესაბამისი პირების პასუხისგების საკითხი არ დადგება. მისივე თქმით,
უნდა დადგინდეს, ერთი მხრივ, რამდენად რეალურია ის განცხადებები და
მუქარები, რაც კეთდებოდა და მეორე მხრივ - რა პროცესთან გვაქვს
სინამდვილეში საქმე: “ამ ტიპის შემთხვევებზე გამოძიების არ დაწყება
შეიძლება იყოს წამახალისებელი სხვა მორიგი შემთხვევების და შეიძლება
უფრო რთული და მძიმე შედეგები მივიღოთ საბოლოოდ.”
“სახალხო დამცველი ხაზს უსვამს
მედიის მნიშვნელოვან როლს ხეობაში მიმდინარე პროცესების გაშუქებაში და
მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაიწყოს
გამოძიება ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით; ასევე შეაფასოს გელა
მთივლიშვილისა და პანკისის რადიოს სხვა თანამშრომლებისთვის
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის რისკები და მიიღოს სათანადო
ზომები მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად”, -
ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 8 სექტემბერს გავრცელებულ
განცხადებაში.
გელა მთივლიშვილი სათემო რადიოს
წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკასა და
რადიოს შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასა
და “როდი სკოტის” ფონდს შორის არსებულ მოლაპარაკებებს უკავშირებს: “ეს
არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიოს დაუპირისპირდნენ. მე
მახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კრიტიკულად გავაშუქეთ თემში
მიმდინარე პროცესები, და მაშინაც იყო რადიოს მიმართ სერიოზული
წინააღმდეგობა, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ სწორი მიდგომებით”.

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა
მოქალაქეებს უთხრა, რომ მე იმის გამო, რომ ერთი დასნებოვნებული
ადამიანი მყავს ორგანიზაციაში, ვწყვეტ მუშაობას და, შესაბამისად, შენ
გართმევ საშუალებას და შენსავე უფლებას, რომ მიიღო ინფორმაცია. ის
ინფორმაცია, რომლისთვისაც ნებისმიერი მოქალაქე იხდის ფულს”, - ამბობს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, მედიაექსპერტი
ზვიად ქორიძე.
მისივე მოსაზრებით, შესაძლოა,
ახლა ამ პროცესს ასე დრამატულად ვერ ვხედავდეთ, თუმცა, ამგვარი
პრეცენდენტები პრობლემურია: “ეს აჩენს გარკვეული ტიპის საფრთხეებს
სხვა მაუწყებლებისთვისაც. ანუ, თუ გყავს ინფიცირებული თანამშრომელი,
ე.ი. “გემშვიდობები”. შეიძლება იგივენაირი “დამშვიდობები”
გამოგვიწერონ ხვალ და ზეგ ჩვენ მედიებში. ეს არის, მინიმუმ,
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სპონტანური და პანიკური გადაწყვეტილება
და ეს მენეჯერულად არასწორია”.
საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის მედიასამართლის იურისტი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ
მაუწყებლობის შესახებ კანონში პირდაპირი ჩანაწერი, როგორ უნდა მოიქცეს
ასეთ დროს მაუწყებელი, არ არსებობს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების
სამართლებრივ მხარეზე ვერ ვიმსჯელებთ. ასეთ დროს გადაწყვეტილება
მენეჯმენტმა უნდა მიიღოს, ის სწორედ ამისთვის არის ორგანიზაციაში:
“როდესაც სადმე კორონავირუსი დგინდება, ორგანიზაციის ფუნქციონირება არ
ჩერდება და არც უნდა ჩერდებოდეს”.
კითხვაზე, რის საფუძველზე შეწყდა
არხზე მაუწყებლობა, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ
“მედიაჩეკერს” უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების
რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს: “გადამდები სივრცეა, ბევრი ადამიანი
იზოლაციაშია, იმიტომ, რომ დერეფნებში სიარული უწევდათ. ეხლა ყველა
ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზეა, აინტერესებს თავისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა”.


