გადაცემის წამყვანმა ირაკლი
ჩიხლაძემ სიუჟეტი შემდეგი ტექსტით წარუდგინა მაყურებელს: “ნაციონალური
მოძრაობა” სიცრუის ტირაჟირებისთვის ყველა პლატფორმას იყენებს, მათ
შორის საერთაშორისო კონფერენციებსაც. ქართველებს სტუმარ-მასპინძლობა
რომ არ გვეშლება, ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ ყოფილი
ხელისუფლების წარმომადგენლები ძველი კავშირების გამოყენებით იმდენსაც
ახერხებენ, რომ სტუმარმა მასპინძელი ლანძღოს და მისი საქმიანობა თუ
ფინანსური კაპიტალის წარმომავლობა დააყენოს ეჭვქვეშ. თან ამას იმ
ადამიანების დახმარებით აკეთებენ, რომელთა აზრსაც საკუთარ ქვეყანაში
დიდი პოლიტიკური ფასი უკვე აღარ აქვს. მეტიც, ისინი დეკლალირებულად,
ანტიტრამპისტები არიან და საკუთარ პრეზიდენტსაც იგივე მესიჯებით
ებრძვიან”.
ავტორი სიუჟეტს იწყებს ამერიკის
პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქება-დიდებით, მისი პოლიტიკურად რთული
წინასაარჩევნო გზის გახსენებით და ტრამპისა და ჯონ მაკკეინს
კონკურენციის განხილვით. შემდგომ კი მაყურებელს 10 სექტემბრს
“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და “მაკკეინის ინსტიტუტის”
მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებულ
მოვლენებს ახსენებს:“გასულ კვირას თბილისში “მაკკეინის ინსტიტუტის” თანაორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ცნობილ დიპლომატებთან ერთად, “მაკკეინის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, დენიელ ფრიდი, დევიდ კრამერი და მეთიუ ბრაიზაც ესწრებოდნენ. კონფერენცია წინამორბედებისგან ალბათ არაფრით გამორჩეული იქნებოდა, ორ დეტალს რომ არ მიეპყრო ჩვენი ყურადღება: დევიდ კრამერმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი და მასთან ერთად ქართული მედიაც კონფერენციაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნია და, ფაქტობრივად, დარბაზიდან მათი გაძევება სცადა. სამაგიეროდ, კონფერენციის პანელზე სტუმრები საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ასევე “ევროპულ საქართველოსთან.”
სიუჟეტის ავტორმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ მაყურებელს ამომწურავი ინფორმაცია არ მიაწოდა. შედეგად, “იმედის კვირის” მაყურებელმა მხოლოდ ის შეიტყო, რომ თითქოს, დევიდ კრამერმა კონფერენციიდან არასასურველი სტუმრების(“ირმა ინაშვილისა და ქართული მედიის”) გაძევება უმიზეზოდ სცადა.
სინამდვილეში, 10 სექტემბერს
საერთაშორისო კონფერენციაზე არეულობა და ხმაური მაშინ დაიწყო, როდესაც
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, სავარაუდოდ, „ობიექტივის“
ჟურნალისტთან ერთად სასტუმრო “რუმსში” მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ
იგი მონაწილეთა სიაში არ იყო, აცხადებდა, რომ სრული უფლება ჰქონდა
დასწრებოდა კონფერენციას, დევიდ კრამერი კი მას კონფერენციის
დატოვებისკენ მოუწოდებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა,
საბოლოოდ, ირმა ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება
მიეცა.ჟურნალისტს მთელი სიუჟეტის განმავლობაში, საერთოდ არ უხსენებია, რომ საერთაშორისო კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შესაბამისად, მაყურებელმა ვერ გაიგო, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრების გარდა, იყო თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიწვეული კონფერენციაზე.
ამის შემდეგ ჟურნალისტი მაყურებელს, ანალიტიკოსის სტატუსით, ნუკრი შოშიაშვილის კომენტარს სთავაზობს, რომელიც ამბობს, რომ “მაკკეინის ინსტიტუტი” კონკრეტულ ჯგუფებს - “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” უჭერს მხარს. შემდეგ კი ამტკიცებს, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი აგრესიული საგარეო პოლიტიკით იყო საზოგადოებისთვის ცნობილი:
“აი, რითი გამოირჩეოდა მაკკეინი, რითი იყო ცნობილი - ის იყო საკმაოდ აგრესიული საგარეო პოლიტიკის მომხრე (ხშირად ამერიკაში მას უწოდებდნენ ნიუიმპერიალისტსაც კი) და ხისტი, ნეოლიბერალური წესრიგის მომხრე“, - ამბობს ნუკრი შოშიაშვილი, თუმცა რა არგუმენტებზე დაყრდნობით აფასებს იგი სენატორ მაკკეინს მსგავს უარყოფით კონტექსტში, ამის შესახებ მაყურებელი ინფორმაციას ვერ იღებს.
ჟურნალისტს, ისევე როგორც ანალიტიკოსის სტატუსით მიწვეულ ნუკრი შოშიტაშვილს, “დაავიწყდა” მაყურებლისთვის იმის თქმა, რომ სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. ასევე, “დაავიწყდათ” მისი ბრძოლა პუტინის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის გამოცხადებული მხარდაჭერა და მისი ცნობილი ფრაზა „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”.
ჟურნალისტი, სიუჟეტის დასკვნით ნაწილში, ეჭვქვეშ აყენებს მაკკეინთან დაკავშირებული პირების გავლენებს თავიანთ ქვეყანაში და ამბობს:
„რა გავლენა აქვთ საქართველოში ვიზიტად მყოფ მაკკეინთან ასოცირებულ ფიგურებს ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და, საერთოდ, რამდენად მართებულია, ტრამპის ოპოზიციის მითითებით წყდებოდეს არა მარტო ის, თუ რომელი პოლიტიკური ფიგურა უნდა ესწრებოდეს კონფერენციას, არამედ ის, თუ ვინ უნდა იყოს აშშ-ს ელჩი საქართველოში”.
ამ სიტყვების დასტურად, ავტორი ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორის სტატუსით, მაყურებელს ჯიმ მალონის აცნობს, რომელიც ამბობს, რომ მეთიუ ბრაიზას, კურტ ვოლკერის, მაიკლ კარპენტერის თუ დევიდ კრამერის გვარები ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრს არაფერს ნიშნავს და მეტიც, მათი გვარების შესახებ საერთოდ არც კი სმენია.
სიუჟეტის დასკვნით ნაწილში მაყურებელი იგებს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველო-აშშ-ს პარტნიორობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. თუმცა არაფერია ნათქვამი ჯონ მაკკეინის როლზე და “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლებზე დადებით კონტექსტში. სამაგიეროდ, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლები პირდაპირ კავშირში არიან “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” და უარყოფით როლს თამაშობენ საქართველო-აშშ-ს პოლიტიკურ ურთიერთობაზე.





“რასაკვირველია, ძალადობა და
ფსიქიკური ჯანმრთელობა დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგრამ უფრო იმ
თვალსაზრისით, რომ თვითონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე
ადამიანები არიან, ასე ვთქვათ, სამიზნე. ისინი უფრო არიან
მსხვერპლები, ვიდრე მოძალადეები. თითოეული შემთხვევა, რომელსაც მედია
აქცევს ხოლმე ყურადღებას, ისე უნდა გაშუქდეს, რომ ეს კონტექსტი
გათვალისწინებული იყოს”, - ამბობს GIPA-ს პროფესორი, მედიამკვლევარი
და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერი მოძრაობა „ღია-ს”
დამფუძნებელი თიკო ცომაია.

“განსაკუთრებით მაღალი
პასუხისმგებლობაა მედიაზე იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვიცით, რომ
წინსწრებად, სანამ არ არის ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზა,
ზოგადად, მოტივები არ არის დადგენილი, არ უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ
საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვნად ამ ადამიანზე გამოიტანოს თავისი
განაჩენი, თავისი დასკვნები. ჩვენ ვხედავთ რამხელა აჟიოტაჟია ამ
საკითხან დაკავშირებით, ლამის საზოგადოება ითხოვს ლინჩის წესით მის
გასამართლებას და ამასთანავე ძალიან ცუდი აქცენტები კეთდება ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, რომლებიც განიხილებიან,
როგორც მოძალადეები. ანუ ყველა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების
მქონე ადამიანი არის მოძალადე - დაახლოებით, აი, ასეთი აზრის
განმტკიცებას შეუწყო ხელი მედიის დამოკიდებულებამ და გაშუქების
სტრაგეგიამ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამ ამბის მოხდენიდან დღემდე”, -
აცხადებს მაია ცირამუა “მედაიჩეკერთან” საუბარში.
“მედია, ასე ვთქვათ, აყვა
“ტრენდს”. მშობლების ბულინგით დაწყებული, თვითმხილველთა შეურაცხყოფით,
ლინჩის წესისა და სასტიკი წამების მოთხოვნით დამთავრებული კომენტარები
არ დაკლებია ქართულენოვან სივრცეს. დამნაშავის მოძებნის მიზნით
კადრების გავრცელებას ჰქონდა საფუძველი, არსებობდა საზოგადოებრივი
ინტერესი, მაგრამ ეს ვერ ვრცელდება ვერც დასახიჩრებული ბავშვის
კადრების და ვერც დანაშაულის ხმების გავრცელებაზე. დღეს ამ კადრებს
დაკარგული აქვთ საზოგადოებრივი ინტერესიც, რადგან დამნაშავე
დაკავებულია,”- აცხადებს ნათია კუპრაშვილი “მედიაჩეკერთან”
საუბარში.
ნინო ჯაფიაშვილი, რადიო
“თავისუფლების” ქართულენოვანი სამსახურის მმართველი რედაქტორი
გვიზიარებს, თუ რა საკითხებზე იმსჯელეს რედაქციის შიგნით, ვიდრე 27
აგვისტოს თბილისში მომხდარი ამ შემხთხვევის შესახებ ვიდეომასალას
გამოაქვეყნებდნენ. მისი თქმით, მსჯელობის საგანი იყო ძალადობის
შემცველი კადრების გამოყენება; მსჯელობის საგანი იყო ბავშვის
იდენტიფიცირების საკითხი და ასევე, ის, ხომ არ მიადგებოდა ბავშვს
რაიმე სახის ზიანი, თუნდაც მისი ვინაობის დაფარვის შემთხვევაში,
ამასთან - კარდები არ იყო უშუალოდ რადიო თავისუფლების მიერ
გადაღებული.

გამოცემა მხოლოდ ვარაუდებზე
დაყრდნობით მკითხველს არწმუნებს, რომ ეთნიკურად სომეხ ერს საქართველოს
ტერიტორიების მიტაცება სურს. აღვივებს აზრს თითქოს მათ „თვალი
დაადგეს“ ქართულ მიწას, ცდილობენ სამცხე-ჯავახეთის მითვისებას და
ასევე სურთ „მიიტაცონ“ ბათუმი და საქართველოს სხვა საკურორტო
ქალაქები.
„აღასი არაბიანი პირდაპირ
მოუწოდებს სომეხ ექსტრემისტებს ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიპყრონ
ქართული ეკლესიები. ამ მოწოდებების ფონზე გასაგები ხდება, თუ რისთვის
სჭირდებათ სომეხ ნაციონალისტებსა და სეპარატისტებს ახალციხეში
„სპორტულ-კულტურული ცენტრი“. პასუხი ნათელია - რათა მოამზადონ
ბოევიკები ქართული სალოცავების დაპყრობისთვის.“ - პოსტი მართლაც
გამოქვეყნდა, თუმცა ქართული ეკლესიის დაპყრობის შესახებ მოწოდება
ტექსტში არ გვხვდება.
იმავე მსჯელობას ავრცელებს
გამოცემა სტატიაში 
ფილმში ავტორი რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობების მიმოხილვას 2004 წელს, ქვეყნის სათავეში ახალი
ხელისუფლების მოსვლიდან იწყებს და იმ შეცდომებსა თუ ქმედებებს აღწერს,
რაც მისივე შეფასებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონებთან
მიმართებით და ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის კონტექსტში
მიზანმიმართულად განახორციელა. ასე მაგალითად, ფილმიდან ვიგებთ, რომ
2004 წელს ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოგვარებული, ან უფრო
ზუსტად, მოგვარების გზაზე დამდგარი კონფლიქტები ჩაიბარა, მაშინდელმა
მთავრობამ კი, სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი მექანიზმი და ადგილობრივ
მოსახლეობასთან ურთიერთობების დათბობა-გაღრმავების ერთადერთი
საშუალება ერგნეთის ბაზრობა გააუქმა, რითაც სააკაშვილი-ოქრუაშვილის
[ირაკლი ოქრუაშვილი იმ დროისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას
იკავებდა] ტანდემმა „კონფრონტაციის გზა“ აირჩია და ოსურ მხარეს
პირდაპირ ანიშნა, რომ „ოფიციალური თბილისის არჩევანი შერიგების და
დაახლოების პოლიტიკა აღარ არის“.
ფილმის მიწურულს დრო უკვე უშუალოდ
აგვისტოს ომის დეტალების განხილვას ეთმობა, საიდანაც ვიგებთ, რომ
სააკაშვილისთვის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, „გარე მტრის
საქართველოში შემოჭრა“ იყო საჭირო, რისთვისაც ისეთი სამხედრო ოპერაცია
უნდა დაგეგმილიყო, რომელზე რეაგირებაც რუსეთის მხრიდან გარდაუვალი
იქნებოდა, რისთვისაც „სააკაშვილის ხელისუფლებამ დემონსტრაციული,
ფართომასშტაბიანი ოპერაცია განიზრახა“.
ფილმში რუსეთი არა
კონფლიქტის მხარედ, არამედ მესამე, განყენებულ აქტორად არის
წარმოჩენილი, რომელიც იძულებული გახდა, რომ ერთი აგრესიული აქტორის
მხრიდან მეორეს მიმართ განხორციელებულ ოპერაციაში მშვიდობისმყოფელის
სტატუსით ჩართულიყო. ასევე, არ არის გაანალიზებული ისტორიული
კონტექსტი. არც უკრაინასთან პარალელებია გავლებული, რაც ჩრდილოელი
მეზობლის რეგიონში განზრახვებსა და მიზნებს თავის სახელს დაარქმევდა.
პირიქით, საპირწონედ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ვისმენთ, სადაც
ის ამბობს, რომ „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი
არის საქართველოს გეგმები ძალით აღადგინოს კონტროლი აფხაზეთისა და
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე და არა საქართველოს
მისწრაფება ნატოსკენ“.


“სამწუხაროდ 20-21 ივნისის ღამის
შედეგებს საქართველო ახლა იმკის და კრიზისული პროცესი კვლავ დიდხანს
გაგრძელდება. ტურისტული სეზონი პრაქტიკულად ჩავარდნის ზღვარზეა,
სასტუმროები სტუმრების გარეშე დარჩნენ, ჯავშნები რეკორდული სისწრაფით
უქმდება”, - ამბობს იგი.
იგივე შინაარსი იკითხება
ამავე გადაცემაში
არასამთავრობოებს ისიც გაუხსენეს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო
არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილი,
როგორც ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი გენდერული ნიშნით
დისკრიმინაციისგან არ დაიცვეს და მის სასარგებლოდ არაფერი თქვეს.
გადაცემაში არასამთავრობოებმა კრიტიკა იმის გამოც დაიმსახურეს, რომ
რამე არც იმ დროს უთქვამთ, როდესაც ცალკეულმა პოლიტიკოსებმა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო “რუსთავი 2-ის”
საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის გააკრიტიკეს.
28 ივლისს “იმედმა” არასამთავრობო
სექტორის კრიტიკას კიდევ ერთი ვრცელი