როგორ არ უნდა დავფაროთ ბავშვები
31.05.2017
თუ აქამდე ბევრს ვსაუბრობდით, ჟურნალისტურ მასალებში არასასურველ, არასაჭირო დროს არასრულწლოვანთა იდენტიფიცირების საკითხზე, დღეს პრობლემაა ამ ბავშვების ისე ჩვენებაა, რომ მაყურებელმა აღიქვას რას, ვის ეხება ამბავი. ის, რაც ქართულ ტელესივრცეში ხშირად გვხდება, არის მოსიარულე ბლარები და წრეები ბავშვების ნაცვლად, ან უბრალოდ გადღაბნილი კადრები. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა სატელევიზიო მედია ბავშვს მაშინ ფარავს, როცა ამის საჭიროება არ არის.
ეს კადრები იმ სიუჟეტებიდანაა, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს მიეძღვნა:



არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტის მოტივაცია, დაფაროს ბავშვი, გაუგებარი რჩება. მაგალითად, ამ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში, დედა იდენტიფიცირებულია. გაუგებარია, თუკი მედია მიიჩნევდა, რომ ბავშვის იდენტიფიცირება არ შეიძლებოდა, მაშინ რა აზრი ჰქონდა დედის იდენტიფიცირებას, ამით ხომ არასრულწლოვნების ირიბი იდენტიფიცირებაც ხდება. სიუჟეტში ბავშვები ასე ჩანან:


არასაჭირო დაფარვის მაგალითები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებულ ბავშვთა მონიტორინგის ანგარიშშიც მოხდა. მაგალითად, “რუსთავი 2-ის“ შუადღის გადაცემაში გასული სიუჟეტი ეძღვნებოდა თემას, ასეირნებენ თუ არა ძიძები ბავშვებს სიცივეში. სიუჟეტში ძიძა იყო იდენტიფიცირებული , მაგრამ ბავშვების ნაცვლად, კადრში გადღაბნილი წრეები სეირნობდნენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციაა, ბავშვი მხოლოდ მაშინ დაფაროთ, როდესაც იდენტიფიცირების შემდეგ, შესაძლებელია მისი მდგომარეობა გაუარესდეს. როდესაც ბავშვის სახის გარდა ყველაფერი იდენტიფიცირებულია, მაშინ მისი სახის დაფარვა აზრს კარგავს, ვინაიდან ბავშვის ამოცნობა მარტივი ხდება.

„გადაღების დაგეგმვისას უმჯობესია წინასწარ განსაზღვროთ, საჭიროა თუ არა ბავშვის დაფარვა. თუ რედაქცია იღებს ბავშვის ამ გადაწყვეტილებას, მაშინ უმჯობესია ოპერატორს წინასწარ შეუთანხმდეთ, ერთად დაგეგმოთ და კადრებიც შესაბამისი გადაიღოთ - აჩვენეთ ისეთი დეტალები, რაც ერთის მხრივ მის იდენტიფიცირებას არ მოახდენს და მეორეს მხრივ არ დააზარალებს მასალის ვიზუალურ მხარეს, მაგალითად, აჩვენეთ სხვადასხვა დეტალი“.

როგორ დავფაროთ ბავშვი, ისე, რომ არ დავაზიანოთ სიუჟეტის ვიზუალური მხარე, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, BBC-ს სიუჟეტი ტრანსგენდერ ბავშვებზე.


ბლოგის ავტორი : სალომე ცეცხლაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ