27 დეკემბერს, „ეზოში“, „ფლიმარკეტი სინათლისთვის“ - დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად საახალწლო ფლიმარკეტი მოეწყობა.
როგორც „სინათლე მედია“ წერს, მომავალ შაბათს დაგეგმილია სამი მთავარი აქტივობა: ფლიმარკეტი, აუქციონი და სინათლის მარში:
„ფლიმარკეტი | 14:00–18:00
მოიტანე შენი ნივთები, გაყიდე სინათლისთვის და გააძლიერე დამოუკიდებელი ონლაინმედია.
აუქციონი | 18:00
აუქციონზე გაიყიდება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტოები, პოსტერები და განსაკუთრებული ისტორიის მქონე მემორიალური ნივთები.
სინათლის მარში | 20:00
დღე დასრულდება სინათლის მარშით - მედიის მხარდასაჭერი მშვიდობიანი მსვლელობით რუსთაველისკენ“.
ფლიმარკეტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ კითხვარი: https://shorturl.at/SOnUe
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ონლაინმედიების ერთობლივი
კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის
დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

