ფუტკარაძე „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ამჯერად წლის ბოლომდე შეასრულებს
01.09.2026

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანს, გიორგი ფუტკარაძეს კომუნიკაციების კომისიასთან არსებული „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ვადა ამჯერად 31 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელეს. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ ფუტკარაძე „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 10 თებერვალს, 1 თვით დანიშნა, შემდეგ ვადა ჯერ 31 აგვისტოს ჩათვლით, ახლა კი კიდევ 4 თვით, 2026 წლის ბოლომდე გაუგრძელა.

გულორდავამ „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი, შორენა შავერდაშვილი თანამდებობიდან კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ არჩევიდან მალევე გაათავისუფლა. ფუტკარაძე მაშინ „მედიასკოლას“ ხელმძღვანელობდა, რომელიც „მედიააკადემიის“ ერთ-ერთი მიმართულებაა.



კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე 2023 წლიდან „იმედში“ მუშაობდა, ის მონიტორიგის და აუდიტის ხელმძღვანელი იყო. გულორდავამ 2025 წელს, ამ ტელეკომპანიისგან ხელფასის სახით (ხელზე ასაღები) 166 428 ლარი აიღო. 

აპრილში კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსიც, ანი ვაზაგაშვილი. 

დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“, POSTV-სთან ერთად, 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაასანქცირა. სანქციის მიზეზად ორივე ტელევიზიის შემთხვევაში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები დასახელდა

კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ „მედია აკადემია“ 2018 წელს დააფუძნა. კომისიას „მედია აკადემიის“ დაფინანსებაზე წლევანდელი ბიუჯეტიდან 3 853 205 ლარი აქვს გათვალისწინებული.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ