23.09.2024                    
        
         
    
                
                
ონლაინ პლატფორმა TikTok-მა რუსული სახელმწიფო სააგენტო SPUTNIK-ის 37
ანგარიში და RT International-ის პროფილი 
დაბლოკა.
ანგარიშები დაიბლოკა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ მედიაჯგუფ „როსია სევოდნიასა„ და მისი შვილობილი კომპანიების: „რია ნოვოსტის“, TV-Novosti-ის, RT-ს, Sputnik-ისა და Ruptly-ს წინააღმდეგ სანქციების დააწესების ფონზე.
17 სექტემბერს კი, Facebook-ის, Instagram-ის, Threads-ისა და WhatsApp-ის მფლობელმა ამერიკულმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ საკუთარ პლატფორმაზე ისეთ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიებს ბლოკავს, როგორებიცაა: RT და მედიაჰოლდინგი Rossiya Segodnya.
იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები: 
- აშშ-მა „როსია სევოდნია“ და მისი შვილობილი 5 კომპანია დაასანქცირა
- Meta „როსია სეგოდნიას" და სხვა რუსულ პროპაგანდისტულ მედიებს ბლოკავს

 
                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    
 
             
             
             
             
             
             
             
             
             
            