კატეგორია - საქართველო
„ტვ პირველის” ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს
წალკაში თავს დაესხნენ. “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფი
კაცი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს.
“ტვ პირველის” ჟურნალისტის თქმით, წალკის სოფელ წინწყაროში ადგილობრივების თხოვნით, მათი პროტესტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები. სოფელ ს გამგებლის ერთ-ერთი ოჯახის წევრი კი ადგილზე მივიდა და გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. მოგვიანებით, ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გამგებლის კიდევ ერთმა ოჯახის წევრმაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.

30.06.2021
ვრცლად