პულიცერის პრემიის 2019 წლის გამარჯვებულები
16.04.2019

15 აპრილს, აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ყველაზე პრესტიჟული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პრიზი ჟურნალისტიკის 14 ჟანრსა და "წერილების, დრამისა და მუსიკის" 7 კატეგორიაში გაიცა.

⇒   2019 წლის გამარჯვებულთა სია ასეთია:

1. საზოგადოებრივი სამსახური (Public Service) - South Florida Sun Sentinel
ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდში ერთერთ სკოლაში მომხდარი სროლის გაშუქებისთვის. სკოლისა და სამართალდამცავი ორგანოების შეცდომების გამოააშკარავებისთვის პარკლანდში მომხდარი სროლის დაწყებამდე და მის შემდეგ.

2. Breaking News ReportingPittsburgh Post-Gazette-ის თანამშრომლები პიტსბურგის სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმის გაშუქებისთვის

3. საგამოძიებო რეპორტინგი - Los Angeles Times-ის ჟურნალისტები მეტ ჰემილტონი, ჰარიეტ რაიანი და პოლ პრინგლი ასობით ქალის მიერ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გინეკოლოგის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების ამბის გაშუქებისთვის.

4. Explanatory Reporting - The New York Times-ის ჟურნალისტები დევიდ ბარტსოუ, სუზან კრეიგი და რას ბიუტნერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფინანსების შესახებ 18-თვიანი გამოძიებისთვის, რომელმაც ამხილა ტრამპი ცრუ განცხადებაში თავისით დაგროვილი ქონების შესახებ და გამოააშკარავა, ბიზნეს იმპერია, რომელიც გადასახადებს თავს არიდებს.

5. ადგილობრივი რეპორტინგი (Local Reporting) - The Advocate-ის თანამშრომლები (Baton Rouge, La)

სახელმწიფოს დიკრიმინაციული მართლმსაჯულების სისტემის წარმოჩენისთვის, მათ შორის "ჯიმ ქროუს" დროინდელი კანონის, რამაც ლუიზიანას სასამართლოებს უფლება მისცა მოპასუხეები ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გარეშე დაეპატიმრებინათ.

6. ნაციონალური რეპორტინგი (National Reporting) - The Wall Street Journal-ის თანამშრომლები

პრეზიდენტ ტრამპის მიერ საარჩევნო კამპანიისას ორი ქალის მიმართ სიჩუმის სანაცვლოდ საიდუმლოდ გადახდილი თანხისა და იმ მხარდამჭერთა ქსელის გამოააშკარავება, რომელთაც ტრანზაქციები განახორციელეს. ამან კი შედეგად გამოძიების დაწყება და იმპიჩმენტის მოთხოვნები გამოიწვია.

7. საერთაშორისო რეპორტინგი - Associated Press-ის ჟურნალისტებს მეგი მიშელს, მაად ალ-ზაკრისა და ნერიმენ ელ-მოფტის იემენში მიმდინარე ომის დეტალების ერთი წლის განმავლობაში გაშუქებისთვის

Reuters-ის თანამშრომლები , აღსანიშნავია უა ლონისა და კიავ შო ოს მასალები  მიანმარიდან როჰინგის მუსლიმების გაძევებასა და მკვლელობაში სამხედრო ნაწილებისა და ბუდისტი მცხოვრებლების პასუხისმგებლობის გამოააშკარავებისთვის. ამ თემის გაშუქებისთვის რეპორტიორები მიანმარში დააპატიმრეს.

8. ფიჩერსი - ProPublica-ს ჟურნალისტი ჰანა დრაიერი

ძლიერად მოთხრობილი სერიებისთვის ნიუ იორკის ლონგ აილენდზე სალვადორელი ემიგრანტების შესახებ, რომელთა ცხოვრება საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფება MS-13-ზე შეზღუდვების დაწესებით დაიმსხვრა.

9. კომენტარი - St. Louis Post-Dispatch-ის ჟურნალისტი ტონი მესენჯერი

თამამი სვეტებისთვის, რომელმაც გამოააშკარავა უსამართლობა მისურის სოფლის ღარიბ მცხოვრებელთა წვრილმანი დანაშაულისთვის ბრალდებაში მიცემაზე, რათა დიდი რაოდენობით ჯარიმა გადაეხადათ ან დაეპატიმრებინათ.

10. კრიტიკა - The Washington Post-ის ჟურნალისტი კარლოს ლოზადა

მწვავე, საძიებო მიმოხილვებისა და ესეებისთვის, რომლებიც შერწყმულია ფრთხილ ანალიზთან იმ წიგნების კვლევისას, რომელიც მთავრობასა და ამერიკულ გამოცდილებას ეხება.

11. სარედაქციო სვეტი - The New York Times-ის ჟურნალისტი ბრენტ სტეიპლსი

ექსტრაორდინალური მორალური სიცხადით დაწერილი ედიტორიალები, რომლებიც აშშ-ის ისტორიაში პოლარიზების მომენტში რასობრივ თემებს ეხებოდა.

12. სარედაქციო კარიკატურა - ფრილანსერი დარინ ბელი

კარიკატურებისთვის, რომლებიც საზოგადოების პრობლემებს, სიცრუეს, ფარისევლობას და ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ არეულობას ასახავდა.

13. ახალი ამბების ფოტო - Reuters-ის ფოტოგრაფები

ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასული მიგრანტების მწუხარებისა და სასოწარკვეთის გამომხატველი ცოცხალი და გასაოცარი ვიზუალური თხრობისთვის

14. ფოტოისტორია - The Washington Post-ის ფოტორეპორტიორი ლორენცო ტაგნალი

იემენში არსებული ტრაგიკული შიმშილის ამსახველი ბრწყინვალე ფოტოისტორიისთვის


⇒    წერილები, დრამა და მუსიკა

მხატვრული ლიტერატურა - Fiction: The Overstory by Richard Powers
არამხატვრული ლიტერატურა - Amity and Prosperity: One Family and the Fracturing of America by Eliza Griswold
დრამა - Fairview by Jackie Sibblies Drury
ისტორია - Frederick Douglass by David W. Blight
ბიოგრაფია - The New Negro: The Life of Alain Locke by Jeffrey C. Stewart
პოეზია - Be With by Forrest Gander
მუსიკა - p r i s m by Ellen Reid

⇒   სპეციალური აღნიშვნა

Capital Gazette

Capital Gazette-ის ჟურნალისტებს, თანამშრომლებს და სარედაქციო საბჭოს მათი გაბედული პასუხისთვის აშშ-ის ისტორიაში ჟურნალისტების ყველაზე მასობრივ მკვლელობაზე. 2018 წლის 29 ივნისს მერილენდში Capital Gazette-ის ნიუსრუმში მომხდარი თავდასხმის შედეგად, მწუხარების პერიოდში ახალი ამბების გაშუქებისა და საზოგადოების სამსახურში ყოფნისთვის. გაზეთს პულიცერის საბჭოსგან ჟურნალისტური მისიის მხარდასაჭერად $100,000 აშშ დოლარი გადაეცემა.

არეტა ფრანკლინი

ამერიკის მუსიკასა და კულტურაში შეტანილი წარუშლელი წვლილისთვის

ყველა გამარჯვებულს გარდა პრესტიჟული პრემიისა, $15,000 აშშ დოლარი გადაეცემა.


იხილეთ წინა წლის გამარჯვებულები

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ