Facebook-ი ახალი ამბებისთვის აპლიკაციაში ცალკე განყოფილებას შექმნის
09.09.2019
Facebook-ი მობილურის აპლიკაციაში ახალი ამბებისთვის სპეციალური განყოფილების News Tab-ის დამატებას გეგმავს. The New York Times-ის ინფორმაციით, კომპანია თავის მომხმარებლებს უახლეს ამბებს გააცნობს.

კომპანია გეგმის განსახორციელებლად ჟურნალისტებს დაიქირავებს. ცნობილია ისიც, რომ აპლიკაციაში News Tab-ი News Feed-ისგან გამიჯნული იქნება.

Facebook-ის მსგავსად ახალი ამბების განყოფილებაში ჟურნალისტები ჰყავს დასაქმებული კომპანია Apple-საც, რომელიც მომხმარებლებს ახალი ამბების აპლიკაციას Apple News-ს სთავაზობს. Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თავდაპირველად News Tab-ის იდეის შესახებ რამდენიმე თვის წინ ბერლინში ისაუბრა.


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ