რას ჰყვება რუსი ჟურნალისტი პირველ არხზე პროტესტის შემდეგ?
18.03.2022
რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის პირველი არხის ეთერში ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით შეჭრის შემდეგ, რუსმა რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ 17 მარტს, CNN-ს მისცა.

რუსი რედაქტორი ესაუბრა სააგენტო Reuters-სა და France 24-ს, სადაც თავისი პროტესტის შესახებ მეტი დეტალი მოჰყვა.

მოკლედ: ოვსიანიკოვა “პირველ არხს” ტოვებს. მან უარი განაცხადა საფრანგეთის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის შეთავაზებაზე, რადგან “პატრიოტია და სამშობლოში დარჩენა სურს”.

CNN-თან ინტერვიუს მთავარი აქცენტები:

რედაქტორი “სი ენ ენის” ეთერში მეგობრის სახლიდან ჩაერთო. ის ამბობს, რომ არ ეშინია, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

მარინა ოვსიანიკოვა ამბობს:
  •  ჯერ კოლეგებთან არ უსაბრია, თუმცა ინტერნეტიდან შეიტყო, რომ ზოგიერთმა კოლეგამ სახელმწიფო ტელევიზიები დატოვა.
  •  იმედი აქვს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
  • პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში შესვლა სპონტანურად გადაწყვიტა.
  • ბოლო პერიოდში უფრო და უფრო გრძნობდა შინაგან წინააღმდეგობას საკუთარ რწმენასა და იმას შორის, თუ რას ამბობდა პირველი არხი ეთერში.
  • ყოველწლიურად იზრდებოდა უკმაყოფილების გრძნობა იზრდებოდა და შემობრუნების წერტილად ომი იქცა. შეუძლებელი იყო სიჩუმის შენარჩუნება. რამე უნდა გაეკეთებინა ან უფრო გართულდებოდა რაიმეს გაკეთება.




როგორ შეაღწია სტუდიაში?

  • “ბოლო წუთამდე მეშინოდა, რომ ვერ შევძლებდი და ამას არ ექნებოდა ის ეფექტი, რასაც ველოდი. პირველ არხის ნიუსრუმი დიდი, ღია სივრცეა, ვგეგმავდი უკან დადგომას, მაგრამ მივხვდი, რომ არ გამოვჩნდებოდი, რეჟისორები სწრაფად შეცვლიდნენ კადრს და მე დამაკავებდნენ.”, - ჰყვება ოვსიანიკოვა.
  • დაავკირდა სივრცეს და წინასწარ მოიფიქრა, როგორ დაეორგანიზებინა ეთერში შეჭრა სწორად.
  • ბოლო წუთს გადავწყვიტა, რომ სტუდიის წინ მდგომ დაცვას უნდა გასცდენოდა და ტელეწამყვანის უკან დამდგარიყო.

რუსი ხალხის განწყობა და პროტესტის მიზანი

მარინა ოვსიანიკოვა ამბობს, რომ ნახევარი რუსეთი მხარს უჭერს ომს და სახელმწიფო, პროპაგანდისტულ ტელევიზიას უყურებს, ნახევარი კი ომის წინააღმდეგია.
  • “მინდოდა მსოფლიოსთვის მეჩვენებინა, რომ რუსების უმრავლესობა ომს ეწინააღმდეგება და, მაშინაც კი, თუ ისინი კრემლის პოლიტიკას მხარს უჭერენ, ისინი შინაგანად პაციფისტები არიან და სძულთ ომი. რუსეთში ყველა შეშინებულია იმის გამო, რაც ხდება, ყველა დაბნეულია. ჩვენი ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვალა.”

ოვსიანიკოვა ამბობს, რომ კარგად ესმის უკრაინელი ლტოლვილების, „რადგან საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ომი ჩეჩნეთში“.
  • ის რუსი სამხედროების გამოც, რადგან “ისინი ძალიან ახალგაზრდა ბიჭები არიან, ვფიქრობ, ნამდვილად, არ ესმით რატომ ომობენ”
  • არ იცის რა მოხდება ან რა ნაბიჯებს გადადგამს. ამ მომენტისთვის მისი შვილები უსაფრთხოდ არიან, შიშობს მათ გამო, მაგრამ იმედი აქვს, რომ კარგად იქნებიან.
  • “აბსოლუტურად არ ვგრძნობ თავს გმირად, ძალიან მინდა ვიგრძნო, რომ ეს მსხვერპლი ამაო არ იყო და ხალხი თვალებს გაახლეს” - უთხრა Reuters-ს ოვსიანკოვამ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ