რუსი ჟურნალისტი უკრაინელების დასახმარებლად ნობელის მედალს აუქციონზე გაიტანს
22.03.2022
ნობელის პრემიის ლაურეატი რუსი ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პრემიის მედალს გაყიდის.

დეტალები

“ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი აუქციონის სახლებს მოუწოდებს მისი ცნობილი ჯილდო გასაყიდად გაიტანონ.

“ იმისთვის, რომ ლტოლვილებს, დაჭრილებს და ბავშვებს, რომლებსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ გაუზიარო ის, რაც შენთვის ძვირფასია და სხვებისთვის ღირებულია. მე და “ნოვაია გაზეტამ” გადავწყვიტეთ 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი “უკრაინელ ლტოლვილთა ფონდს” გადავცეთ.” - წერს მურატოვი.

რუსი რედაქტორი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ:

  • უნდა შეწყდეს ცეცხლი
  • გაიცვალონ პატომრები
  • გადასცენ დაღუპულთა ცხედრები
  • უზრუნველყონ ჰუმანიტარული კორიდორები და დახმარება
  • მხარი დაუჭირონ ლტოლვილებს
დმიტრი მურატოვი სიტყვის თავისუფლებას თავისი საქმიანობით რუსეთში ათწლეულებია იცავს. ის დამოუკიდებელი გაზეთის "ნოვაია გაზეტას" ერთ-ერთი დამფუძნებელია და მის რედაქტორად 1995 წლიდან მუშაობს.
  • "ნოვაია გაზეტა" კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა და მუქარის, ძალადობისა და მკვლელობების მიუხედავად გამოცემას და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას მაინც აგრძელებს.
  • თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში მიღებული კანონმდებლობის გამო “ნოვაია გაზეტამ” გადარჩენის მიზნით ომის გაშუქება შეაჩერა.
  • გაზეთის დაფუძნებიდან დღემდე მისი 6 ჟურნალისტია მოკლული, მათ შორისაა ანნა პოლიტკოვსკაია. დმიტრი მურატოვს ნობელის პრემიის მინიჭება კრემლშიც მიულოცეს.
დმიტრი მურატოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გასულ წელს ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესასთან ერთად გადასცეს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ