რუსეთში ჟურნალისტი “გეი პროპაგანდის” ბრალდებით დააჯარიმეს
12.07.2022
რუსი ჟურნალისტი და იუთუბერი იური დუდი მოსკოვის სასამართლომ 120 ათასი რუსული რუბლით ($2,024) დააჯარიმა. ჟურნალისტი “არასრულწლოვნებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის” გავრცელების მუხლით დაჯარიმდა.

რისთვის დააჯარიმეს იური დუდი?

  • რუსული მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება 2021 წელს Youtube-ზე გამოქვეყნებულ დუდის ინტერვიუს ღიად გეი ხელოვან ფიოდორ პავლოვ-ანდრეევიჩთან.
  • რუსი ჟურნალისტი სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა, ის, გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან ესპანეთში ცხოვრობს.
  • იური დუდი 2021 წელს “ნარკოტიკების პროპაგანდის” გამოც დააჯარიმეს 100 ათასი რუბლით ($1,689) ორი ინტერვიუს გამო: იუთუბერ “ივანგაისთან” და რეპერ “მორგენშერნთან”.

ვინ არის იური დუდი?

35 წლის იური დუდი სპორტის ყოფილი ჟურნალისტი და რუსეთში ცნობილი იუთუბერია, მის იუთუბ არხს, რომელზეც ინტერვიუები და დოკუმენტური ვიდეოები ქვეყნდება, 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იური დუდი უკრაინაში ომს საჯაროდ შეეწინააღმდეგა, რის შემდეგაც 2022 წლის აპრილში ის რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოეთის აგენტად” ცნო.

კონტექსტი

  • რუსეთმა “ბავშვებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა” 2013 წელს აკრძალა.
  • გასულ კვირას, 2022 წლის ივლისში კი რუსეთის სახელმწიფო დუმის აპიკერი ვიაესლავ ვოლოდინი რუსეთში “არატრადიციული ღირებულებების” სრულად აკრძალვის წინადადებით გამოვიდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ