„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ CPJ-თან პარტნიორობით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიში მოამზადა
12.08.2025


„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტთან“ პარტნიორობით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიში მოამზადა. 

დოკუმენტი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პერიოდული მიმოხილვის (UPR) 55-ე სესიისთვის მომზადდა. ანგარიში ასახავს 2021-2025 წლებში მედიის თავისუფლების კატასტროფულ გაუარესებას და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ მიმართულებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამო მიმდინარე მასობრივი პროტესტის ფონზე.

ანგარიშის ძირითადი მიგნებებია:

პოლიტიკურად მოტივირებულ დევნა: „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ბრალდება კრიტიკულად შეფასებულია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.

სისტემური ძალადობა: ასობით დოკუმენტირებული ინციდენტები ჟურნალისტებზე თავდასხმისა, განსაკუთრებით პროევროპული პროტესტების დროს (2024 წლის ნოემბერი – 2025 წლის მაისის პერიოდში), ძირითადად პოლიციის მხრიდან;

რეპრესიული კანონმდებლობა: რეპრესიული კანონების მიღება მედიის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით. კერძოდ, გაფართოებული სანქციები მაუწყებლების მიმართ; შეზღუდვები უცხოურ გრანტებზე; გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესუსტება.

დაუსაბუთებელი უარი ქვეყანაში შემოსვლაზე: 2022 წლიდან გაიზარდა უცხოელი ჟურნალისტების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებაზე უარის შემთხვევათა რაოდენობა. პარლამენტის ახალი წესები, რამაც გამოიწვია დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის შეჩერება.

სამართლებრივი დევნა: 2021 წლიდან 40-ზე მეტი SLAPP სარჩელი კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ

საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა: საჯარო ინფორმაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტებთან წვდომის გაუარესება.

დეზინფორმაცია: დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანი საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაციაა.

ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს დრამატულ ცვლილებას რეგიონული დემოკრატიული ლიდერიდან ავტორიტარულ სახელმწიფოსკენ, რომლის სამიზნეს დამოუკიდებელი მედია წარმოადგენს.

ანგარიში სრულად ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/iwprL

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ