„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - 21 აგვისტოს, 20:00 საათზე,
ფარნების მარში და
ფოტოგამოფენა გაიმართება. შეკრება პირველი
რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება, პარლამენტთან მოწყობილ ფოტოგამოფენაზე
კი ონლაინმედიის ჟურნალისტების მიერ გაშუქებული მნიშვნელოვანი
მოვლენები იქნება ასახული.
22-მა დამოუკიდებელმა ონლაინ გამოცემამ, მათ შორის „მედიაჩეკერმა“, 13 აგვისტოს ერთობლივი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
ამ დღეს, იმ რეალური საფრთხის საჩვენებლად, რომ დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობა ემუქრება, 22 მედიის ვებგვერდი დროებით, სიმბოლურად გაითიშა.
დამოუკიდებელი მედიის დასაცავად გაერთიანების მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმაც - sinatle.media, საიდანაც 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით არის შესაძლებელი.
ერთობლივი კამპანიის ფარგლებში დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემები სვამენ კითხვას: რა ხდება, როცა სინათლე ქრება? როცა თავისუფალი ხმა წყდება და საზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარ იღებს? - სინათლის ჩაქრობასთან ერთად, ქრება სიმართლეც.
„რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია
გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის
ფონზე - თავისუფლების, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების ფასად
აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას. რეჟიმი მზია ამაღლობელს
სამაგალითოდ სჯის. ჩვენ ამას ერთობით და წინააღმდეგობით ვპასუხობთ“, -
ვკითხულობთ დაგეგმილი ღონისძიების აღწერაში, რომლის მასპინძელიც 22
დამოუკიდებელი მედიია.
კამპანიაში მონაწილეობენ: