01.09.2025
Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მიხედვით,
პროპაგანდისტულმა Postv-იმ 31 მაისიდან 28 აგვისტომდე პერიოდში,
Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე 2 344 პოსტი დაასპონსორა, რაშიც
ჯამურად $52 214 დახარჯა:
- „POSTV-ანალიტიკა“: 693 პოსტი - $27 019;
- POSTV News: 1521 პოსტი - $15 661;
- „ევროკრატია-ყოფილი ევროპა“: 39 პოსტი - $6 045;
- „ევროპის დაისი“: 31 პოსტი - $1 817;
- „ლიბერალიზმის ანატომია“: 29 პოსტი - $914;
- „კონსერვატორია“: 28 პოსტი - $559;
- „POSTV-რეალობა“: 3 პოსტი - $199;
Postv-ს, რომლის 52%-იანი წილის მფლობელიც პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძეა, 2020 წლის აგვისტოდან [Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა ამ დროიდან მოქმედებს] 2025 წლის 28 აგვისტომდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში $382 816-ის პოსტები აქვს დასპონსორებული.
რაც შეეხება სამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“, არხმა ანალოგიურ პერიოდში Facebook-ის 2 გვერდზე 32 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად 13 067 დოლარი დახარჯა.
- tv imedi: 28 პოსტი - $12 121;
- „იმედის კვირა“: 2 პოსტი - $946;
სამთავრობო „იმედს“, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა, 2020 წლის აგვისტოდან 2025 წლის 28 აგვისტომდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში $189 580-ის პოსტები აქვს დასპონსორებული.
რეკლამების ბიბლიოთეკა არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს აერთიანებს და Meta-ს კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ მოიცავს ინფორმაციას, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად.