"ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების გამო პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
11.07.2021
“გადადგეს მკვლელი მთავრობა!” - ამ ლოზუნგით , მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით, 11 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტთან აქცია დაიგეგმა. აქცია "ტვ პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებია:

  1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
  2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
  3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, დაწყებულია ექსპერტიზაც.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ