მედიის წარმომადგენლები აქციას აანონსებენ
11.07.2021

მედიის წარმომადგენლები 11 ივლისს 20:30 საათზე მთავრობის კანცელარიის შენობის წინ აქციას "ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას!" აანონსებენ.

საპროტესტო აქცია "ტვ პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება. "მედიის წარმომადგენლები ვგეგმავთ გავაპროტესტოთ 5 ივლისს მომხდარი ფაქტები და ის შედეგი, რაც დღეს დადგა.", - ამბობენ ჟურნალისტები. 

"ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების გამო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით დღეს 18:00 საათზე აქცია დაიგეგმა პარლამენტთანაც.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს გამთენიისას იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ