19.10.2023
მოკლედ: პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლითაც იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, სიძულვილის ენა კი რეგულირების სფეროში ექცევა. გარდა ამისა, ინიციირებულ პროექტს უხამსობის შესახებ ჩანაწერები დაემატა - ცვლილებები პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღეს.
ვრცლად: მაუწყებლობის შესახებ კანონში სადავო ცვლილებები დაინიცირდა
სიძულვილის ენა
სიძულვილის ენა და ტერორიზმისკენ მოწოდება მაუწყებლის შესახებ კანონით რეგულირდება
დღეს მოქმედი კანონით, 55(2) მუხლზე რეაგირება შესაძლებელია მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.
ახალი კანონპროექტით კი სწორედ ეს დეტალი იცვლება და დაინტერესებულ პირს უფლება ექნება გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივროს.
კომუნიკაციების კომისიისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას საფრთხედ აღიქვამს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი. ამის მიზეზად, GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი მარი კაპანაძე ამბობს, რომ "კომუნიკაციების კომისიას აქვს დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემა".
“გვაქვს მოლოდინი, რომ კომუნიკაციების კომისია, როგორც პოლიტიზირებული და მიკერძოებული ორგანო ამ გაფართოებულ მანდატს გამოიყენებს სწორედ იმისთვის, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, დასაჯოს კრიტიკული მედია”.
საფრთხე სიძულვილის ენის განმარტებისას
კანონში განმარტებულია, თუ რას მოიაზრებს სიძულვილის ენა, თუმცა იურისტების შეფასებით, განმარტება იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას ისე, რომ რომ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
GDI-ს განცხადებით, სიძულვილის ენის რეგულირება პირველ რიგში სწორედ უმცირესობათა დაცვით უნდა იყოს ნაკარნახევი. თუმცა ორგანიზაცია ამატებს, რომ ხელისუფლების ზოგადი პოლიტიკის ფონზე, არადამაჯერებლად გამოიყურება ცვლილებების ამოქმედება მათ სასარგებლოდ.
გარდა ამისა, პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა, ბექა ოდიაშარიამ “განმარტა” რა არის სიძულვილის ენა.
- “გაინტერესებთ, სიძულვილის ენა რა არის? აგიხსნით. სიძულვილის ენაა, როგორც ოპოზიციის ფლანგი პრეზიდენტს მოიხსენიებდა. სიძულვილის ენაა, ბატონი გვარამია, პრეზიდენტის დღევანდელი დამცველი, წლების განმავლობაში როგორც მოიხსენიებდა საქართველოს პრეზიდენტს. ამას სიძულვილის კი არა, გაუგონარი ენა ერქვა. არ უნდა შეიზღუდოს ეს? თქვენ გგონიათ, საზოგადოების დაკვეთა ეს არ გახლავთ? ნამდვილად გახლავთ”.
უხამსობა
მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.უხამსობის განმარტება კი ასეთია: “ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება”.
ამ ეტაპზე დარღვევის გასაჩივრება შესაძლებელია თვითრეგულირების ორგანოში. ახალი არასრულწლოვნების ნაწილში უხამსობა გადდაის რეგულირებაში.
ამჟამად მოქმედი: